x
image
Lerato
პატარა კოტეჯი ბორბლებზე საოცრად მიმზიდველი ინტერიერით

გაიცანით ბორმენბოვი (the Burmenbov), თანამედროვე, ორიგინალური ხედვა ბორბლებიან პატარა სახლებზე. მისი რამდენიმე განსხვავებული ვერსიაა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ქვემოთ მოცემულ ნიმუშს, მოიცავს რამდენიმე განახლებას, როგორიცაა ფანჯარასთან დასაჯდომი ადგილი, უფრო დიდი სივრცე კარადისთვის, თბილი იატაკი აბაზანაში, სტანდარტული ზომის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.


imageმიუხედავას იმისა, რომ პატარაა, ამ მიმზიდველ სახლს ბორბლებზე საკმაოდ რთული დიზაინის სახურავი აქვს.


სახლი აშენებული და გარემონტებულია სტუდიო Willowbee Tiny Homes-ის მიერ და ის ისეთივე მოდური და მშვენიერია, როგორც კომპაქტური და პრაქტიკული. ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მისი ბორბლებიანი საფუძველი მფლობელს, მთლიანი სახლის და ყველაფრის, რაც მასშია განთავსებული, ტრანსპორტირების საშუალებას აძლევს ახალ ლოკაციაზე, სადაც მოისურვებს. ამ გზით მესაკუთრეს შეუძლია აირჩიოს ადგილი თუ სად გაიღვიძებს ყოველ დილით და სიამოვნება მიიღოს სასურველი ხედით ყველა მხრიდან.


imageამ პაწაწინა სახლს ორი იზოლირებული შესასვლელი აქვს და ორივე ერთ მხარესაა.


მარტივია იმის დანახვა, თუ რამდენად მომხიბლავი ექსტერიერი აქვს ამ პატარა სახლს ბორბლებზე, მაგრამ რა ხდება შიგნით? როგორია მისი ინტერიერი? სახლს აქვს ორი სხვადასხვა შესასვლელი, რაც მას უფრო პრაქტიკულს და მოქნილს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ სახლი კომპაქტურია, ნამდვილად არ იგრძნობა გადატვირთულობა ინტერიერში თუნდაც ყველა მისი ჩაშენებული ფუნქციით.


imageშესასვლელის მოპირდაპირე მხარე დახურული, სწორი და უბრალოა.


მისაღები ოთახის სივრცესა და სამზარეულოში აღმოაჩენთ სტანდარტული ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, უჟანგავი მეტალის ნიჟარას და ხის პანელებით გაწყობილ სამზარეულოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კონკრეტულ მოდელს კითხვისთვის განკუთვნილი მყუდრო ადგილი აქვს მოწყობილი ფანჯარასთან, რომლის ქვეშაც სათავსოებია სხვადასხვა ნივთებისთვის. სივრცის მეორე ნაწილი საძინებლისთვისაა განკუთვნილი, სადაც აღმოაჩენთ დიდი ზომის საწოლს და საკმააოდ ფართო ჩაშენებულ კარადას.


imageმყუდრო წიგნის წასაკითხი ადგილი ფანჯარასთან – ეს არის სიახლე, რომელიც შეიძლება დაემატოს სახლის საბაზისო მოდელს.


imageძირითადი სივრცე მისაღები ოთახის და სამზარეულოს გაერთიანებაა, ორივე საკმარისად ფართოა და პრაქტიკულად არის მოწყობილი.


სააბაზანო საკმარისად დიდია საშხაპის, ტუალეტის მაგიდის და სამრეცხაოს მოსაწყობადაც კი სტანდარტული ზომის სარეცხი მანქანითა და საშრობით. კომბინირებულად ყველა ეს ელემენტი, ამ პაწაწინა სახლს ბორბლებზე უფრო მნიშვნელობას სძენს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


imageსააბაზანო განთავსებულია სამზარეულოს გვერდით, რომელის იატაკიც მოპირკეთებულია მოდური შავ-თეთრი მეტლახით.


imageსამზარეულოში ერთმანეთის პირისპირ განლაგებული გაზქურა და ნიჟარაა ჩაშენებული სათავსოებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პატარა ზომის სახლებისთვის.


imageსამზარეულოს კარადების ქვედა ნაწილში ჭკვიანურად დამონტაჟებული დამატებითი სათავსოებია.


imageსახლის ერთ ბოლოში მშვენიერი წიგნის წასაკითხი კუთხეა მოწყობილი კომფორტული დივნის გვერდით.


imageსაძინებელი სააბაზანოს გვერდით განათავსეს უფრო მეტი პრაქტიკულობისა და სიმყუდროვის თვალსაზრისით.


imageსაკმარისად ვრცელი ადგილია საძინებელში დიდი ზომის საწოლის დასადგმელად, კუთხის თაროების დასამონტაჟებლად და კარადის ჩასაშენებლად.


imageმატრასის ქვემოთ, ასევე დიდი სათავსოა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია პატარა ზომის სახლებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:


იაფი და პრაქტიკული მასალა ბაღისა და სახლის მოსაწყობად – 55 საოცარი იდეა


თუ არ იცით მისაღები როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ - ყველაზე პოპულარული და ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში



როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა


თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?


საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება

1
245
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
245
  
2023, 28 ივლისი, 23:25
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1