სხვა სამოსი "ოტ კუტური" და კომპანიები, რომლებიც ჰიტლერთან თანამშრომლობდნენ 2 ოქტომბერი, 8:37 როგორც ცნობილია, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა, წარმატებული კომპანიების დახმარების გარეშე არ მომხდარა. მათ დიდი თანხები გაიღეს, რომ რეჟიმისგან მხარდაჭერა და სარგებელი მიეღოთ. აქ ბიზნესმენებზე ვისაუბრებთ, ვისთვისაც «ფულს სუნი» არ ჰქონდა... სამოსი "ოტ კუტური" ჰუგო ბოსი ნაცისტურ ორგანიზაციაში გასული საუკუნის 30-იან წლებში შევიდა. ამის წყალობით, მან სამხედრო ფორმებზე შეკვეთები მიიღო და მის საწარმოებში ტანსაცმელი, როგორც SS–ის განყოფილებებისათვის, ისე ვერმახტის რიგითი ჯარისკაცებისთვის იკერებოდა. ომის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის ბოსს, ჯარიმის სახით, 80 ათასი მარკას გადახდა დაეკისრა და საარჩევნო ხმა ჩამოერთვა. ომის შემდეგ, მან სამოსის წარმოება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა. მგზნებარე ნაცისტი სკანდინავიიდან ინგვარ კამპრადი – კომპანია IKEA–ს დამფუძნებელი იყო. ის ნაციზმის იდეებით განიმსჭვალა და პროფაშისტურ ორგანიზაციას შეუერთდა. მან თანამოაზრე ნაცისტებთან კონტაქტი, 1950-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნა. ხოლო, როდესაც მისი მიმოწერა, ერთ-ერთ ნაცისტთან, შემთხვევით "ამოტივტივდა", ბიზნესმენმა, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მონანიება საჯაროდ დაიწყო... "SS–ის საძმოს" ბიზნესი Metro–ს დამფუძნებელი ოტო ბაისჰაიმი SS–ის დივიზიონში მსახურობდა და მისი კურატორი, პირადად ჰიტლერი იყო. ომის შემდეგ, მან დენაციფიკაციის პროცედურა გაიარა და მაღაზიათა ქსელი Metro Cash & Carry–ი დააარსა, რომელიც მსოფლიოს სავაჭრო კომპანიების პირველ ხუთეულში შევიდა. ითვლება, რომ მას ფინანსური დახმარება "SS–ის საძმომ" გაუწია.
Adidas და Puma ეს სპორტული ფეხსაცმელი, დიდი ხანია, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, ყველაზე პოპულარული ბრენდების ისტორია. Adidas–ის და Puma–ას დამაარსებელი ძმები ძმები დასლერები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ. სპეციალურად ნაცისტებისთვის შექმნილი გამაგრილებელი სასმელი მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდშიც, ნაცისტებთან აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია – «კოკა–კოლა». ომამდე, გერმანიაში «კოკა–კოლა» იყიდებოდა. ხოლო, ომის პერიოდში, სამხედრო შეზღუდვების გამო, გერმანიისთვის ეს სასმელი მიუწვდომელი გახდა. სამაგიეროდ, «კოკა–კოლას» კორპორაციამ ახალი რეცეპტი შეიმუშავა და ახალი მარკა დააარსა და გერმანიაში, «Fanta»– წარმოება დაიწყო. Nestle ყველასთვის კომპანია Nestle–მ იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი პროდუქციით, როგორც მოკავშირეებს, ისე ვერმახტს ამარაგებდა. მხოლოდ სტიკერები იყო განსხვავებული... ამერიკელები Nestle–ს სვამდნენ, ხოლო ვერმახტის ჯარისკაცები მაგის ბულიონებს, ნესტლეს შვილობილი კომპანიისგან. Ford–ის სატვირთო ავტომობილები ფორდის სატვირთო ავტომობილები, ამ სახის ტრანსპორტზე, ვერმახტის მოთხოვნილების მესამედს უზრუნველყოფდნენ. კომპანიის გერმანულ ქარხნებში, ომის დროს, სამხედრო და საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეები მუშაობდნენ.
არხის სხვა სიახლეები:* ფსბ – მ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა* იმაზე თუ გიფიქრიათ, რატომ არის ზღვა მარილიანი?* 5 რეალური ფაქტი, რომელიც მოგონილს უფრო ჰგავს* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ152 შეფასება არ არის
|