რელიგია რატომ იწერენ პირჯვარს კათოლიკეები და მართლმადიდებლები განსხვავებულად? - საინტერესო ფაქტი! 2023, 24 ივლისი, 17:10 მართლმადიდებლობა კათოლიციზმისგან განსხვავდება, მაგრამ კითხვაზე კონკრეტულად თუ რაში მდგომარეობს აღნიშნული განსხვავება პასუხი ყველას არ აქვს. ეკლესიებს შორის განსხვავებები არა მხოლოდ სიმბოლიკაში, არამედ რიტუალებსა და დოგმატურ ნაწილშიც არსებობს, თუმცა დღევანდელ სტატიაში კონკრეტულად იმაზე ვისაუბრებთ თუ რატომ ისახავენ პირჯვარს მართლმადიდებლები მარჯვნიდან მარცხნივ, კათოლიკეები კი პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ.1570 წლამდე კათოლიკეებს უფლება ჰქონდათ პირჯვარი გადაესახათ როგორც მარჯვნიდან მარცხნივ, ასევე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა შემდეგ რომის პაპმა პიუს V დაჟინებით მოითხოვა რომ მორწმუნეებს პირჯვარი მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივ გადაეწერათ და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად. "მორწმუნე ჯვარს შუბლიდან მკერდისკენ და მარცხნიდან მარჯვნისკენ ისახავს" - ამბობდა ღვთის დიდი მოციქული.საქმე იმაშია, რომ ხელის ამ ტრაექტორიით მოძრაობა ქრისტიანული სიმბოლიკის მიხედვით, მიანიშნებს ღმერთისადმი მიმართვას, ხოლო მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობა - ღვთის მიერ მორწმუნებიის კურთხევას.ალბათ, შეამჩნევდით, რომ როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე მღვდლები პირჯვარს მორწმუნეებს მარცხნიდან მარჯვნივ გადასახვენ, რაც ერთგვარი დალოცვის ჟესტია, გარდა ამისა, რაც ასევე საინტერესოა არის ის რომ ხელის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს ცოდვიდან ხსნაზე გადასვლას, ვინაიდან მარცხენა მხარე ქრისტიანობაში ეშმაკის ძალასთან ასოცირდება, ხოლო მარჯვენა - ღვთაებრივთან, ჯვრის მარჯვნიდან მარცხნივ გადასახვა კი ღვთაებრივის ეშმაკზე გამარჯვების ნიშანია. აი, ასე!1143 შეფასება არ არის |