x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფსბ – მ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა

1945 წ. 30 აპრილს, დღის II ნახევარში, ბერლინში, საკუთარ ბუნკერში, ჰიტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წითელი არმიის ნაწილები, სწორედ იმ დროს, ფიურერის თავშესაფრიდან 500 მეტრში იყვნენ და რაიხსტაგს იღებდნენ.

ჰიტლერმა, მას შემდეგ რაც მითითებები გასცა, მისი სიკვდილის შემდეგ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, თავში ტყვია დაიხალა. ხოლო, მისმა მეუღლემ ციანიდი მიიღო. ჰიტლერის და ბრაუნის გვამები გარეთ გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.


image


«სიკვდილის წინ, ჰიტლერმა ბორმანს, წერილობითი, ან ზეპირი მითითებები მისცა, ომის შემდგომი გაგრძელების შესახებ» – თქვა დაკითხვის დროს SS–ის გრუპენფიურერმა და პოლიციის გენერალ-ლეიტენანტის გ. ბაურმა.

«30 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, მან გამომიძახა, ჩემს ადიუტანტთან, პოლკოვნიკ ბეცთან ერთად. ჰიტლერი მისაღებში შემხვდა და თავის ოთახში წამიყვანა. მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: «ბაურ, მინდა დაგემშვიდობო და მადლობა გადაგიხადო, წლების მანძილზე გაწეული სამსახურისთვის», – ციტატა ბაურის მოგონებებიდან.
გარდა ამისა, მან ასევე თქვა, რომ ჰიტლერმა მას რემბრანდტის «მეფე ფრიდრიხ II დიდის პორტრეტი» აჩუქა და როდესაც, მის წასაღებად დაბრუნდა, ჰიტლერის ბრძანებით, დოკუმენტების განადგურების შემდეგ, ფიურერი და მისი მეუღლე უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

მათი ცხედრები, რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. 1945 წ. 5 მაისს, ვიდრე გერმანია კაპიტულაციას გამოაცხადებდა, სტალინის დავალებით, ბერია, კონტრდაზვერვის თანამშრომლებთან ერთად, საიდუმლოდ, ჰიტლერს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა. ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციის შესახებ, წლების შემდეგ, თავად კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ვ. და ელ. რჟევსკებმა, საკუთარ მემუარებში გაასაჯაროვეს. გარდა ამისა, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, "გრიფით საიდუმლო" ჰიტლერის დოსიესაც მოეხსნა და მისი ნახვა, უკვე ყველა მსურველს შეუძლია.

ბუნკერის დეტალური დათვალიერება, მას შემდეგ დაიწყო, რაც შიგნიდან დაჭრილები გამოიყვანეს და სინათლე გაიყვანეს. დაზვერვის თანამშრომლები ყოველ მეტრს დეტალურად იკვლევდნენ, ამოწმებს ოთახებს, არტეფაქტებს, დოკუმენტებს და ყოველ 4 საათში, ინფორმაციას ზემდგომ ორგანოებს აწვდიდნენ. ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ინფორმაციის მიმღები პირები, ყოველ ჯერზე, ტექსტის ქვეშ ხელს გაფრთხილებას აწერდნენ, რომ საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში, სამხედრო ტრიბუნალი ელოდათ.

კონტრდაზვერვის მეორე ჯგუფი კი, სამხედრო ტყვეებს და ნადავლს აგროვებდა– ყველა დაიჭირეს, ვისაც ფიურერთან რაიმე სახის კავშირი, ან შეხება ჰქონდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 რეალური ფაქტი, რომელიც მოგონილს უფრო ჰგავს

* რა სურთ კატებს და რას ელიან ისინი ჩვენგან?

* ოპტიკური ილუზიები, ფოტოშოპის გარეშე – კარგად უნდა დააკვირდეთ, რომ მიხვდეთ რა არის ასახული?

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
812
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
812
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0