x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ მოქმედებს სხვისი ენერგია ჩვენს ცხოვრებაზე?

image

ზოგადად მიდრეკილნი ვართ ვშთანთქოთ სხვა ადამიანების ენერგია. ამიტომაც ზოგიერთი ჩვენგანი არაკომფორტულად გრძნობს თავს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გარემოცვაში. აღნიშნული დასკვნა ბილეფელდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად გაკეთდა. დამტკიცდა, რომ ადამიანები მუდმივად იმყოფებიან გარშემომყოფთა ენერგიის ზეგავლენის ქვეშ.

ყვავილებს მორწყვა სჭირდება და სინათლე რომ გაიზარდოს, ასევე არიან მოწყობილნი ადამიანებიც. ჩვენი ფიზიკური სხეული ღრუბელივითაა, რაც არ უნდა ტრიალებდეს ჩვენს ირგვლივ, მის ნაწილს ვშთანთქავთ. ჩვენი სხეული, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გამოსაკვებად, სარგებლობს სხვების მიერ გამოყოფილი ენერგიით. ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც გარემოცვაში, ვისაც უნარი აქვს მთელი ჩვენი ენერგია გამოგვწოვოს ისე, რომ ფეხზე დგომაც კი გაგვიჭირდეს. თუმცა ამის საპირისპირო ადამიანებიც არიან, ვის გარემოცვაში ყოფნაც უბრალოდ შთაგვაგონებს.

ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ადამიანები შთანთქავენ ბუნების, ცხოველების, მცენარეების მიერ გამოყოფილ ენერგიას. სწორედ ამ მიზეზით ბუნებასთან კონტაქტი სტიმულს აძლევს და ენერგიით ავსებს უამრავ ადამიანს. ბევრ ქვეყანაში საკუთარი ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზოოთერაპიას მიმართავენ.image

image

imageკავშირი ჩვენს განწყობასა და ენერგიის დონეს შორის


ენერგია ის უნარია, რომელსაც სხეული ფლობს მოცემული დავალების შესასრულებლად. ყველა სხეულს შეუძლია მისი დაგროვება, რათა შეცვალოს რაღაცეები საკუთარ თავში ან მის ირგვლივ სხვა ელემენნტები. ფაქტობრივად, როდესაც რაიმე სახის აქტივობით ვართ დაკავებულნი და მთლიანად ვართ მასში ჩართულნი – ამას ენერგიის გადაცემა ჰქვია.

ყველა ცოცხალ არსებას განსხვავებული სახის ენერგია სჭირდება – ბევრ ენერგიას ვიღებთ ჭამისა და სმის მეშვეობით. ასევე შეგვიძლია მივიღოთ ის ბუნებისგან, უფრო კონკრეტულად, ქარის, წყლის, სითბოსა და სინათლისგან. ეჭვგარეშეა, ენერგია ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მის გარეშე ვერ შევძლებდით იმ ყოველდღიური აქტივობების შესრულებას, როგორიცაა სიარული, საკუთარ თავზე ზრუნვა, სამსახური, სპორტით დაკავება.

ჩვენი სხეულის ენერგია გავლენას ახდენს და განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს. თანახმად რამდენიმე ფსიქოლოგისა, როგორიცაა რობერტ თაიერი, ჩვენი ხასიათი ანარეკლია იმ კავშირისა, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ემოციებს შორის არსებობს. ჩვენი ხასიათი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – ენერგეტიკულ და ნეიროფსიქიურ მდგომარებაზე. ამასთან, ითვლება, რომ "საუკეთესო" მდგომარეობა ეს არის მშვიდი-ენერგიული და "ყველაზე უარესი" –დაძაბულ-გამოფიტული.

imageimage

როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი პოზიტიური ენერგია?


როდესაც ადამიანს ენერგიის დონე დაქვეითებული აქვს, ნებისმიერი რამ მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, ყველაფრის გაკეთება უძნელდება. აუცილებელია ვკითხოთ საკუთარ თავს რა სახის ქმედებებს, ან ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი უზრუნველყოფა პოზიტიური ენერგიით. ის აქტივობები და ხალხი, რომლებიც გვავსებენ კარგი ენერგიით, ხელს გვიწყობს ჩვენი ცხოვრების ბილიკი უფრო პროდუქტიულად გავიაროთ.

იმ მიზნით რომ ენერგიის დონე ავიმაღლოთ, გარდა იმისა რომ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში უნდა ვიტრიალოთ, საკუთარ თავზეც მოგვიწევს მუშაობა. მიყევით ქვემოთ მოცემულ რეცომენდაციებს ოპტიმალური ენერგიის დონის მისაღწვად:image

  • ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ მიზნებზე ენერგია რომ არ დაფანტოთ.
  • წინააღმდეგობას ნუ უწევთ არსებულ მდგომარეობას. რამეთუ, რასაც ვეწინააღმდეგებით, ის პირიქით – გვეწებება.
  • გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარი საკუთარი თავის განსჯის გარეშე.
  • თქვენი ენერგია ისეთ მიზნებზე მიმართეთ, რომლის კონტროლიც შეგიძლიათ.

image

მეორეს მხრივ, უნდა მოძებნოთ ისეთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოტივაციის შენარჩუნებას და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრებას. ზოგიერთებისთვის საკმარისია ვარჯიში, ბუნებაში გასეირნება, სხვა ადამიანებთან სამუშაოს გაზიარება ან დროდადრო საკუთარი ჩვევების შეცვლა. ამასთან, სასარგებლოა ისეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისაც მსგავსი ცხოვრებისეული მიდგომა და მიზნები აქვს. ამ გზით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ იმ ენერგიით, რომელსაც გამოყოფთ და პირიქით.

ყოველდღიური გარემოს, მეგობრების, აქტივოვობების სწორედ შერჩევა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. კეთილგანწყობილი ადამიანებით გარემოცვა, რომლებიც დადებითი ენერგიით გვავსებენ, მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს გამოწვევების წინაშე პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში.

imageასევე დაგაინტერესებთ: imageწარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ისტორიული ფაქტები (ნაწილი I)

წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ისტორიული ფაქტები (ნაწილი II)

იცოდით ეს ფაქტები შიზოფრენიის შესახებ?

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენთან მფარველი ანგელოზი იმყოფება

ჭკვიანი ადამიანების 10 საერთო თვისება. თქვენც შედიხართ მათ რიცხვში?

არაჩვეულებრივი გზავნილი სტივენ ჰოკინგისგან მათთვის, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს

რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე

0
297
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0