x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137501
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
რა რაოდენობის ჰონორარს იღებდნენ მსახიობები გაიდაის კინოკომედიებში?
image

დღესდღეობით, ჰოლივუდის პოპულარული მსახიობები ფილმების გადაღებისთვის მილიონობით, ან თუნდაც ათეულობით მილიონ დოლარს იღებენ. საბჭოთა მსახიობების ჰონორარი გაცილებით მოკრძალებული იყო, მაგრამ სოციალისტური წყობის საერთო სურათიდან გამომდინარე, ისინი თავიანთი სამუშაოსთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებენდნენ, ისევე როგორც დასავლეთის კაპიტალურ სისტემაში, აქაც რაც უფრო მოთხოვნადი და ცნობილი იყო მსახიობი (და რაც უფრო მეტი ეკრანული დრო ჰქონდა), მით უფრო მეტ ფულს იღებდნენ.


კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავალი



დავიწყებთ ლეონიდ გაიდაის ცნობილი კომედიით „კავკასელი ტყვე ქალი“.



ალექსანდრ დემიანენკო - 5220 რუბლი. ბუნებრივია, ყველაზე დიდი ჰონორარი დემიანენკოს ერგო, რადგან ის იყო მთავარი როლის შემსრულებელი (გადაღებების 74 დღე). ამ ფულით მას შეეძლო ეყიდა ახალი "მოსკვიჩი" და რამდენიმე ასეული მანეთიც კი დარჩენილიყო;


ნატალია ვარლეი - 1219 რუბლი.როგორც ხედავთ. რომ ვარლეიმ რამდენჯერმე ნაკლები თანხა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე მთავარ როლს ასრულებდა. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ იმ დროისთვოს ყველასთვის უცნობი იყო და ფილმს ტავადაც კი არ ახმოვანებდა. მაგრამ ნადეჟდა რუმიანცევას, რომელმაც გაახმოვანა ვარლეის გმირი, გადაიხადეს 237 მანეთი.

image


ვლადიმერ ეტუში - 1800 რუბლი. ასეთი თანხა მსახიობმა გადასაღებ მოედანზე ყოფნის 24 დღის განმავლობაში მიიღო. ეს ასევე მოიცავს გახმოვანების საფასურაც.


იური ნიკულინი - 4238 რუბლი. იური ნიკულინი ზუსტად იმდენივე ჰონორარს იღებდა, (50 მანეთი დღეში), როგორც ალექსანდრა დემიანენკო. თანხა იმიტომ იყო ნაკლები, რომ ნიკულინმა 43 დღე გაატარა გადასაღებ მოედანზე, ხოლო შურიკის როლის შემსრულებელმა 74 დღეს.


გიორგი ვიცინი - 3389 რუბლი. გიორგი ვიცინი იღებდა 40 მანეთს ყოველი გადაღების დღისთვის და მან გადასაღებ მოედანზე იმაზე ნაკლები დრო გაატარა, ვიდრე იური ნიკულინმა.


ევგენი მორგუნოვი - 1979 რუბლი. ამ სამეულიდან ყველაზე ნაკლები გამოიმუშავა ბივალის როლის შემსრულებელმა ევგენი მორგუნოვმა. ისე, ეს გასაგებია. მორგუნოვი არც თუ ისე პოპულარული მსახიობი იყო და ძირითადად ნიკულინისა და ვიცინის ჩრდილში იყო მოქცეული. ამიტომაც დღეში მხოლოდ 25 მანეთს უხდიდნენ. უფრო მეტიც, ამაზრზენი საქციელისთვის ლეონიდ გაიდაიმ მორგუნოვი გადასაღებ მოედნიდან გააგდო, რის გამოც ზოგიერთ სცენებში ბივალის როლს სხვა მსახიობი თამაშობდა (მაგალითად, სცენაში მაცივრით).

image

ფრუნზიკ მკრტჩიანი - 939 რუბლი. 24 დღე გადაღებისთვის (როგორც ვლადიმირ ეტუშმა), თუმცა მკრტჩიანმა ორჯერ ნაკლები თანხა მიიღო .

image

ბრილიანტის ხელი

ახლა გადავხედოთ ფილმს „ბრილიანტის ხელს“. ვნახოთ რამდენჯერ გადააჭარბა იური ნიკულინის ჰონორარმა სვეტლანა სვეტლიჩნაიას.

image

იური ნიკულინი - 5188 რუბლი. ბუნებრივია, ნიკულინმა მიიღო ყველაზე მაღალი ჰონორარი მთავარი როლისთვის და მისი პოპულარობისთვის. ამ ფულით იოლად შეიძენდა იგივე ალუბლისფერ "მოსკვიჩს", რომელიც ფილმშია.


სხვათა შორის, ბევრმა შეიძლება არ იცის, სტამბოლში გიდის როლს ტატიანა ნიკულინა (იური ნიკულინის ცოლი) თამაშობდა. ამ როლისთვის მან 131 მანეთი მიიღო.


ახლა გადავხედოთ დანარჩენ მსახიობებს:


ანატოლი პაპანოვი - 2228 რუბლი;

ანდრეი მირონოვი - 1920 რუბლი;

ნონა მორდიუკოვა - 1531 რუბლი;

სტანისლავ ჩეკანი - 1395 რუბლი;

ნინა გრებეშკოვა - 792 რუბლი;

ნიკოლაი რომანოვი (შეფი) - 658 მანეთი;

გრიგორი შპიგელმა და ლეონიდ კანევსკიმ მიიღეს 482 და 122 მანეთი კონტრაბანდისტებისა და ფარმაცევტების როლისთვის;

image



სვეტლანა სვეტლიჩნაიამ მაცდურის როლისთვის 346 მანეთი მიიღო. ის, რა თქმა უნდა, ცოტა მეტს მიიღებდა, თუ თავად რომ გაეხმოვანებინა საკუთარი პერსონაჟი.


თავად რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ ამ ფილმისთვის 6949 მანეთი მიიღო. აქედან 4949 მანეთი რეჟისურისთვის და 2000 მანეთი სცენარისთვის.

image


ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას

შემდეგი არის ლეონიდ გაიდაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი - "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას". მოდით შევხედოთ, როგორ განაწილდა ჰონორარი აქ.

image

იური იაკოვლევი - 4300 რუბლი. აქ ყველაფერი ნათელია. იაკოვლევმა შეასრულა არა მხოლოდ მთავარი როლი, არამედ ორი მთავარი როლი, კერძოდ, მეფე ივან გროზნის და სახლმმართველის ივან ბუნშუს.

ლეონიდ კურავლიოვი - 2312 რუბლი. დიახ, კურავლევის ჰონორარი თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იაკოვლევის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მას მხოლოდ ერთი როლი აქვს.


ალექსანდრ დემიანენკო - 1660 რუბლი. მიუხედავად იმისა, რომ დემიანენკოს როლი არსებითად მთავარია, მას მაინც ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე კურავლიოვს და მით უმეტეს, იაკოვლევს.

image

ახლა გადავხედოთ დარჩენილი მსახიობების ჰონორარს:


საველი კრამაროვი - 1229 რუბლი;

მიხაილ პუგოვკინი - 788 რუბლი;

ვლადიმერ ეტუში - 680 რუბლი;

ნატალია სელეზნევა - 362 რუბლი. ფაქტობრივად, ეს იმ პერიოდის სამი თვის ხელფასია;

ნატალია კრაჩკოვსკაია - 347 რუბლი;

ნატალია კუსტინსკაია - 168 რუბლი;

ნინა მასლოვა (მარფა ვასილიევნა) - დაახლოებით 100 მანეთი, ანუ საშუალო თვიურ ხელფასზე ნაკლები.

image

12 სკამი



სერგეი ფილიპოვმა და არჩილ გომიაშვილმა ამ ფილმისთვის კისა ვორობიანინოვისა და ოსტაპ ბენდერის როლებისთვის დაახლოებით 6 ათასი მანეთი მიიღეს. რატომ ამდენი? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფილმის ხანგრძლივობა 2 საათი 41 წუთია და მსახიობებს გადაღების ყოველი დღეს უხდიდნენ.

image

ოდნავ ნაკლები მიიღო მიხაილ პუგოკინმა. მამა ფიოდორის როლისთვის მან მიიღო დაახლოებით 3800 რუბლი.


იური ნიკულინმაც კი მიიღო 520 მანეთი, თუმცა მას ეპიზოდური როლი ერგო-მეეზოვე ტიხონი. იგივე ნატალია კრაჩკოვსკაიამ მიიღო მხოლოდ 180 მანეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი უფრო ხანგრძლივი იყო.


image

ისე, თავად ლეონიდ გაიდაიმ გამოიმუშავა დაახლოებით 10 ათასი მანეთი ამ ფილმიდან (რეჟისორი + სცენარი).

image


ოპერაცია Ы და შურიკის სხვა თავგადასავალი

როგორც ყველამ ვიცით, ფილმი "ოპერაცია Ы და შურიკის სხვა თავგადასავალი" შედგება სამი ნოველისგან, ამიტომ აქ მსახიობების ჰონორარი არც თუ ისე დიდია, არ ჩავთვლით მთავარ როლის შემსრულებელს, რომელიც სამივე ნაწილშია.

image

ალექსანდრე დემიანენკო - 3376 რუბლი. დემიანენკოს ჰონორარით ყველაფერი ნათელია. მსახიობმა სამივე ნოველაში თამაშისთვის ყველაზე მაღალი ჰონორარი მიიღო.


კარგით, მაშინ მოდით გადავიდეთ დანარჩენ მსახიობებზე, რომლებმაც ითამაშეს ამ შესანიშნავ კომედიაში:


იური ნიკულინმა და გიორგი ვიცინმა ნოველისთვის "ოპერაცია Ы"-ს გადაღებისთვის თითოეულმა 1620 მანეთი გამოიმუშავეს;

ევგენი მორგუნოვმა კოლეგების ნახევარი გამოიმუშავა, კერძოდ 810 მანეთი;

ალექსეი სმირნოვმა ფილმისთვის 875 მანეთი მიიღო. შეგახსენებთ, რომ მან შეასრულა მთავარი როლი ნოველაში „პარტნიორი“, ასევე მცირე როლი „ოპერაცია Ы “-ში;

image

875 მანეთი გამოიმუშავა მიხეილ პუგოვკინმაც;

ისე, ნატალია სელეზნევამ ყველაზე ნაკლებად გამოიმუშავა (მთავარი როლებიდან). მან მიიღო 450 მანეთი კარგი გოგონა ლიდას როლისთვის.

image

0
644
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0