x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურებოდა პირველი ზრდასრულთა ფილმები: არასაბავშვო კინოს წარმოშობის ისტორია ...

image


"წესი N34"-ის თანახმად - "პორნო არის ყველაფერზე, არანაირი გამონაკლისი". ასე რომ იმაში გასაკვირი არაფერია ამ მეტისმეტად ინტიმური ჟანრის ისტორია კინემატოგრაფის დაბადებისთანავე რომ დაიწყო! დღეს მოგიყვებით თუ როდის გაჩნდა პირველი ფილმები მოზრდილებისთვის და როგორ გამოიყურებოდა ის.


image


მსოფლიოში პირველი ფილმი "მატარებლის შემოსვლა" ძმებმა ლუმიერებმა 1896 წელს გადაიღეს. იმავე წელს საფრანგეთში იქნა გადაღებული პირველი ეროტიკული ფილმიც - "მარია დასაძინებლად მიდის". 7 წუთიანი ფილმიდან ჩვენამდე მხოლოდ მცირე ფრაგმენტმა მოაღწია, რომელიც პრელუდიას აღწერს.


image


თითქმის ერთდროულად გამოჩნდა კიდევ ერთი, იმ დროისთვის საკმაოდ თამამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "კოცნა". ამ ფილმის დებიუტი ოტავაში შედგა და ის კომედია "ქვრივი ჯონსის" ნაწილი იყო. მსახიობები ჯონ რაისი და მეი ირვინი ერთმანეთს ეკრანზე მთელი 18 წამის განმავლობაში კოცნიდნენ!


image


მაშინდელმა კრიტიკოსებმა ფილმს ვნების დემონსტრირება უწოდეს, რომელიც წესიერი ადამიანებისთვის ნაჩვენები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო. დღეს კი აღნიშნული ფილმი მსოფლიო მემკვიდრეობად ითვლება, ხოლო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკამ ის ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.




პირველი სრულფასოვანი პორნოგრაფია მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. დაახლოებით 1910 წელს გერმანიაში გადაიღეს ფილმი "Am Abend" ("საღამოს"), სადაც მაყურებელმა არა მხოლოდ სასქესო ორგანოების მსხვილი ხედები, არამედ თავად სექსის სცენაც იხილა.



image


კინსის სახელობის ინსტიტუტის სექსის, გენდერისა და რეპროდუქციის შესწავლის კოლექციაში იმ პერიოდის კიდევ რამდენიმე პორნოფილმი ინახება. მათ შორისაა ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა "უფასო მგზავრობა" და "სატირი", რომლებიც პორნოგრაფიის კლასიკად ითვლება.


image


თუმცა გადაღების პროცესის სიძვირის გამო ინტიმურ თემებზე არც ისე ბევრ ფილმს იღებდნენ. გარდა ამისა, უმეტეს ქვეყანაში პორნოს გადაღება აკრძალული იყო. ბევრად უფრო გავრცელებული იყო ბეჭდური მასალა, ხოლო ზრდასრულთა ფილმებს ხელიდან ხელში ფარულად გადასცემდნენ და ბორდელებსა და მამაკაცთა კერძო კლუბებში აჩვენებდნენ.


image


"მარწყვის" აყვავება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დადგა. ამ დროისთვის კინოფირი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ინდუსტრიაში ახალი სახეების შემოსვლაც შესაძლებელი გახადა. 50-იან წლებში უკვე პორნოგრაფიული ჟანრის პროფესიონალი რეჟისორებიც გამოჩნდნენ.


image


პარალელურად საკანონმდებლო კუთხით შემსუბუქებაც დაიწყო. ახლა უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმების ჩვენება უკვე ლეგალურად შეიძლებოდა (რა თქმა უნდა, მკაცრად განსაზღვრული ასაკისა და დროის შეზღუდვით).



image


ამან კი ამ ტიპის კერძო კინოთეატრების გაჩენა გამოიწვია, ხოლო 60-იან წლებში სტრიპტიზ კლუბების მფლობელებმა გააცნობიერეს, რომ მათთვის ბევრად მომგებიანი იყო ვიზიტორებისთვის პიკანტური ფილმების ჩვენება, ვიდრე მოცეკვავეებისთვის ფულის გადახდა.


image


პორნოს ოქროს ხანის დასაწყისად 1972 წელი ითვლება. სწორედ მაშინ გადაიღო ამერიკელმა რეჟისორმა ჟერარ დამიანომ თავისი სკანდალური ფილმი "ღრმა ხახა". ციფრული ტექნოლოგიების გამოჩენამ პორნოინდუსტრიას კიდევ უფრო მეტი განვითარებისკენ უბიძგა, დღესდღეობით კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ნორმალურ ფილმებს "მარწყვებთან" შედარებით გაცილებით უფრო ნაკლებად იღებენ.







0
82
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
82