საზოგადოება "ამის შემყურეს, ვინმე რომ გეტყვის საბჭოთა დროს ხალხს უშრომელი შემოსავალი ჰქონდაო"-ბაკურ სვანიძე 2023, 20 ივლისი, 14:20 "არა რა, უნდა ვვაღიარო, ჩემი იდეალი არის მიშა ცაგარელი რა! მაგარი კაცია დედას ვფიცავარ!
ყოველ დღე დადის ტელევიზიიდან ტელევიზიაში, მინიმუმ 5 ტელევიზიაში გამოდის დღის განმავლობაში, თითო საათი ბაზრობს უამრავ &ლეობას, ბოდიალობს, მიედ-მოედება რაღაცეებს, მთვარე მერკურის ეტლში და მორიელი შევიდა გამოვიდა და ჰაი-ჰუი, თევზებს ექნებათ ცუდი დღე, რომელიც არის კარგი დღე... და ა.შ. და ტიპი აი ამ ბჟუტურში 5 ტელევიზიიდან იღებს
კაი მაგარ ანაზღაურებას! ჯაფა და შრომა არა კვერცხი! აი, ძალიან მაგარი კაცია რა... ვენაცვალე!
ისე, რამდენად ტრაგიკომედიაა ამის შემყურეს, ვინმე რომ გეტყვის საბჭოთა დროს ხალხს უშრომელი შემოსავალი ჰქონდა და "გაბერილ შტატებში" ჩასმულებს "&ვერების ფხანაში" უხდიდნენ ხელფასსო...
რავიცი, ძმაო, მე ახლა რომ "&ვერების მფხანელებს" ვუყურებ მაღალი ანაზღაურებებით ეგეთი უნდა რა, თუნდაც ეს სრულიად უადგილო და უფუნქციო "მარეგულირებელი კომისიები", 10 ათასობით რომ აქვთ ხელფასი და აი, პირდაპირი გაგებით აარაფერს აკეთებენ საერთოდ!..
ან თუნდაც ეს "ქოჩები" თავიანთი სრულიად "ჰაერი" ტრენინგებით..."წარმატების მიღწევას სჭირდება მიზანდასახულობა" - და სხვა სულელური ბანალური "სლოგანებით", პროექტორის ეკრანზე, დაფაზე დაწერილი ზოგადი ფრაზებით "იბრძოლე მიზნისთვის" "შექმენი ინოვაცია" "შენი მომავალი შენს ხელშია"...
პირდაღებული "მსნელების" ბრიყვულ დაბოლებაში ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან "ზემოდან რო თხოვეს" ეგეთი ვითომ "კერძო" ორგანიზაციის ბიუჯეტიდან წინასწარი ჩაწყობით ჩარიცხული ფულების ხარჯზე...
"ჭკვიანი " სახეებით "გაქოუჩებული" ქალების ფენომენი, გუშინწინ რო ორი წიგნი რომ არ ჰქონდათ წაკითხული და უცებ "წარმატებულები" რო გახდნენ,
მათ ზურგს უკან მდგომი "ინკნოგნიტო", ანდაც სულაც ცნობილი მამაკაცის, მამის, ქმრის ხელშეწყობით...
მაგრამ, ყველაზე მაგარი ფენომენი მაინც ისაა, ქვეყანაში, სადაც 80 პროცენტი ეკლესიურია, ყველაზე სანდო პირად პატრირქს მიიჩნევს და რელიგია არის
მათთვის მთავარი საყრდენი, ამავე ქვეყანაში, ამავე დროს 70 პროცენტი უსმენს და უჯერებს ასტროლოგიას, რაც პირდაპირ "მწვალებლად " არის მიჩნეული
ეკლესიურად... საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ..."-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
55 4-ს მოსწონს
|