ჯეკი ჩანის ცრემლებმა ფილმში მაყურებელსაც გული აუჩუყა და ამიტომ მნიშვნელოვანი დეტალიც გამორჩათ
რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ახალი ფილმი ცნობილი ჯეკი ჩანის მონაწილეობით “წითელი კურდღელი", რომელიც უკვე ასაკში შესული კასკადიორის და მისი საყვარელი ცხენის ისტორიას მოგვითხრობს. სახიფათო სამუშაო მამაკაცს ოჯახის ფასად დაუჯდა და ის პრაქტიკულად არ იყო ჩართული თავისი ქალიშვილის ცხოვრებაში. ჰყავს მხოლოდ ცხენი, რომელსაც ასევე შვილად აღიქვამს. ფილმში არის კადრები, სადაც ჯეკი ჩანის გმირი შვილთან ერთად უყურებს პატარა ვიდეოებს თავისი ახალგაზრდობიდან, ფილმებიდან სადაც რთულ ილეთებს და ტრიუკებს თავად ასრულებდა. ამ კადრების ნახვისას მსახიობმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.
ჯეკი ჩანი ცნობილი გახდა არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი კომედიური მსახიობი, არამედ როგორც პროფესიონალი კასკადიორი, რომელიც ამჯობინებს ყველა თავისი ტრიუკის თავად შესრულებას - თუნდაც ყველაზე რთული და წარმოუდგენელი იყოს. ხანდახან ასეთი სახიფათო, ნათელი და დასამახსოვრებელი კადრების გამო ტრავმირებული მსახიობი საავადმყოფოში რამდენიმე თვეს ატარებდა.
კარიერის განმავლობაში მან თითქმის ყველა ძვლის მოტეხვა მოახერხა და ახლა არც ერთი კომპანია არ რისკავს გადაღებებზე მის დაზღვევას. წარუმატებელი გადაღებების ვიდეოების ნახვის შემდეგ ირკვევა, თუ რამდენი შრომა, ტკივილი და ცრემლი დგას ჯეკის ფილმების მხიარული და საოცარი მომენტების უკან. სწორედ ამიტომ, ეს კადრები გულშემატკივრებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ მსახიობის ნალდვილი გრძნობები და ემოციები დაინახეს ეკრანზე.