x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, როგორ გამოიყურება ნამდვილი ჰარემი! - ეს ფოტოები თქვენს წარმოდგენას ზღაპრული ადგილისა და ლამაზი მოცეკვავეების შესახებ სამუდამოდ შეცვლის!

image


თანამედროვე ევროპელს, რომელმაც არაბულ კულტურაზე მხოლოდ "ათას ერთი ღამის" შესახებ გადაღებული ფილმებიდან და ზღაპრებიდან იცის, ჰარემი ახალგაზრდა და მაცდური მოცეკვავეების ერთგვარ საცხოვრისად წარმოუდგენია, რომლის კედლებშიც თამამ, გამომწვევ სამოსში გამოწყობილი ულამაზესი ქალბატონები სულთნის საამებლად იყვნენ დატყვევებული, თუმცა ის თუ როგორ გამოიყურებოდა ჰარემი სინამდვილეში ბევრისთვის მართლაც შოკისმომგვრელი და დაუჯერებელია.


imageimage

თქვენ წინაშეა 1870-იანი წლების ფოტოები, რომლებზეც შაჰ ყაჯარი და მისი მეუღლეები არიან აღბეჭდილი. შაჰის ერთ-ერთი გატაცება ფოტოგრაფია იყო, ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან საკუთარ სასახლეში პირველი ოფიციალური ფოტოსტუდიის გახსნა გადაწყვიტა. ირანის მმართველის კარის ფოტოგრაფი ანტონ სევრიუგინი გახდა, რომელიც იმ დროს თეირანში ცხოვრობდა. სევრიუგინმა ირანის ნამდვილი ფოტო ქრონიკა შექმნა და გაწეული სამსახურისთვის საპატიო წოდებაც დაიმსახურა.


image


თქვენ წინაშეა ყაჯარის ახალგაზრდა ხარჭა ჩილიმით


image


ფოტოზე მარჯვნივ შეიხის საყვარელი ცოლი ანის ალ-დოლეჰია, მარცხნივ კი - თავად კმაყოფილი ნასერ ად-დინ შაჰ ყაჯარი


imageimageimage


ფოტოგრაფს უფლება ჰქონდა ფოტოები გადაეღო თავად შაჰისთვის, მისი მამრობითი სქესის ნათესავებისთვის, კარისკაცებითვის და მსახურებისთვის. ყაჯარი კი უფლებას იტოვებდა ფირზე მხოლოდ თავისი ცოლები და ხარჭები აღებეჭდა, რომელთა რაოდენობაც თანამედროვეთა თქმით 100-ზე მეტსაც კი აღწევდა.

imageimage

როგორც თავადაც ხედავთ, მმართველის ხარჭები სულაც არ იყვნენ გრძელფეხა ლამაზმანები როგორც ეს ფილმებშია ასახული. ესენი არიან ტიპიური საშუალო ასაკისა და სრული აღნაგობის ირანელი ქალები გადაბმული წარბებითა და ულვაშებით.


image


გავრცელებული ჭორების თანახმად, არსებობს ასევე "ნიუს" სტილში გადაღებული ფოტოებიც, თუმცა ისინი საგულდაგულოდ იმალება. ასე რომ ამ ფოტოების წყალობით, ზღაპრულად ლამაზი ხარჭების მითი საბოლოოდ დაიმსხვრა.









0
1035
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1035