სხვა ავიაკატასტროფა ბათუმთან-საბჭოთა პერიოდის კიდევ ერთი უცნობი ტრაგედია 2023, 15 ივლისი, 16:53
1975 წლის 15 ივლისს ბათუმის სიახლოვეს მოხდა ტრაგედია-ჩამოვარდა თვითმფრინავი იაკ-40, რომელსაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
თვითმფრინავი ახორციელებდა E-15 რეისს ერევანიდან ბათუმის მიმართულებით.ბორტზე იმყოფებოდა 40 ადამიანი, 5 ეკიპაჟის წევრი და 35 მგზავრი, აქედან 12 ბავშვი. მოსკოვის დროით 12:18 საათზე ხომალდი ბათუმის აეროპორტის ზონაში შევიდა, რა დროსაც ეკიპაჟი დისპეჩერს დაუკავშირდა. მან ეკიპაჟს ნება დართო მეოთხე შემობრუნებით 300 მეტრის სიმაღლეზე დაშვება, ასევე გადასცა ინფორმაცია ამინდის შესახებ - მოღრუბლული, ქვედა ზღვარი 420 მეტრი, ხილვადობა 5 კილომეტრი, აღმოსავლეთის ქარი (195 °) 5-8 მ/წმ. მაგრამ ფაქტობრივად, იმ დროისთვის ამინდი საგრძნობლად გაუარესდა და ხილვადობა 3 კილომეტრი იყო, ხოლო გაფანტული ღრუბლების ქვედა ზღვარი მხოლოდ 200 მეტრი იყო. როდესაც თვითმფრინავი აეროპორტიდან 11 კილომეტრით იყო დაშორებული, დისპეტჩერმა ეკიპაჟს ნება დართო მეოთხე შემობრუნების გაკეთება და აცნობა დაბრუნებოდა კურსს 139 °, -ს რადგან თვითმფრინავი დასაჯდომ ბილიკიდან მარცხნივ 2 კილომეტრში იყო. 12:29:35 წუთზე დისპეტჩერმა ეკიპაჟს აცნობა, რომ მანძილი აეროპორტიდან 5 კილომეტრია. იაკ -40 -მა სანაპირო ზოლსა და ასაფრენი ბილიკს შორის გადაიფრინა, ამ დროს შედგა უკანასკნელი კომუნიკაცია დისპეტჩერსა და ეკიპაჟს შორის: "შეგიძლიათ ვიზუალურად დაჯდეთ?"პასუხი იყო: "დიახ, ვიზუალური დაჯდომა." 170 წამის შემდეგ დისპეტჩერმა სცადა ეკიპაჟის გამოძახება, მაგრამ მათ აღარ უპასუხეს. თვითმხილველების თქმით, იაკ -40- ჩაის ქარხნის თავზე მარჯვნივ შემობრუნდა ზე (9 კილომეტრი აეროპორტის საკონტროლო წერტილიდან) მდინარე ყოროლისწყლის ხეობის გასწვრივ გაიფრინა და 1, 5 კილომეტრის შემდეგ მარცხნივ შეუხვია, რის შემდეგაც განაგრძო ფრენა ამ მიმართულებით . დაახლოებით 1000-1500 მეტრის შემდეგ, იაკ -40-მა დაიწყო მარჯვნივ შემობრუნება სიმაღლის აღებასთან ერთად, როდესაც 12:34 საათზე ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 350 კმ / სთ. სიჩქარით დაეჯახა მთას, რომლის სიმაღლეა 594, 6 მეტრი, აეროპორტიდან 15 კილომეტრში. შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა და დაიწვა, ბორტზე მყოფი 40-ვე ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის ძირითად მიზეზად დასახელდა დისპეტჩერის შეცდომა-გამოძიების შედეგების მიხედვით, ამინდი, რომელიც დისპეტჩერმა ეკიპაჟს გადასცა, არ შეესაბამებოდა რეალურ მონაცემებს. მან იცოდა, რომ ამინდი დაშვებულ ზღვარზე უარესი იყო, მაგრამ არ მიიღო ზომები, რათა თვითმფრინავი სათადარიგო აეროპორტზე გაეშვა. ბორტზე ძირითადად სომხეთის მოქალაქეები იყვნენ, რომელბიც ბათუმში სხვადასხვა მიზეზით მიემგზავრებოდნენ. დაღუპულთა ცხედრების ფრაგმენტები და თვითმფრინავის ფიუზელაჟი მრავალი ასეული მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული. გვამების ფრაგმენტები ფერდობზე ჩაის პლანტაციებში იყო გაფანტული, მის გადასატანად იყენებდნენ ურიკებს, რომლებსაც ჩვეულებრივ აწყობდნენ მოკრეფილ ჩაის. ამ საშინელ სამუშაოს ძირითადად ბათუმთან განლაგებული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები ასრულებდნენ, სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი ჩინოვნიკი გურამ ემირიძე ხელმძღვანელობდა. შეგროვებული ფრაგმენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ასევე ხელვაჩაურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაჰქონდათ. ზოგიერთმა ნათესავმა მოახერხა ბათუმში ჩასვლა, რათა თავიანთი ნათესავების გვამების ფრაგამენტები ამოეცნოთ .ძირითადად უწევდათ მიახლოებითი მსგავსებით ან ტანსაცმლის ფრაგმენტებით . ერთ-ერთმა ბათუმელმა მისი ნათესავი მკლავზე გაკეთებული ტატუთი ამოიცნო. უცნობია დაწერა თუ არა ქართულმა პრესამ ამ ტრაგედიის შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ ბათუმში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მხოლოდ 10 დღის შემდეგ დაწერა ერევნის გაზეთმა "Ерекоян Ереван", ისიც ინფორმაცია სულ პაწაწინა გაზეთის კუთხეში მიყუჟულ 6 სტრიქონში ჩაატია. 83 3-ს მოსწონს
|