x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ადრიანო ჩელენტანოს დაბადების უცნაური ისტორია და ადრიანოს დედა, რომელმაც დაუდო სათავე მის კარიერას

image
ამ სურათზე ადრიანო ჩელენტანო დედასთან ჯუდიტ ჩელენტანოსთანაა გადაღებული, ადამიანთან რომელსაც უნდა უმადლოდეს მის მომღერლად ჩამოყალიბებას.

ადრიანო ჩელენტანო სამყაროს მოევლინა მაშინ როცა მისი დედა ჯუდით ჩელენტანო 43 წლის იყო. როცა ჯუდითს ექიმმა უთხრა, რომ ის ორსულად იყო ჯუდიტი აყვირდა: "რას მეუბნებით ექიმო, რაღა დროს ჩემი ორსულობაა"?
თუმცა გავიდა თვეები და ჯუდიტს აშკარად დაეტყო ორსულობა, თუმცა მას ეს დიდად არ გახარებია, ის დარწმუნებული იყო, რომ ბავშვი ან ორსულობისას დაიღუპებოდა ან დაბადებისას, "მოხუცების ბავშვი" ვერ იცოცხლებს, დამწუხრებული ეუბნებოდა ახლობლებს ჯუდიტი, თუმცა როცა ბავშვი ჯანმრთელი და საღსალამათი, რომ დაიბადა ცას ეწია სიხარულით. ბიჭს სახელად ადრიანო დაარქვა საკუთარი დის ადრიანას საპატივცემლოდ, რომელიც ჯუდიტის დაბადებამდე 9 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელსაც მუდამ ახსენებდა დედამისი.

ადრიანოს დედა ეუბნებოდა ბავშვობიდანვე, რომ ის ან მომღერალი უნდა გამოსულიყო ან მესაათე. "მე და მომღერალი, არა ეს არ გამოვა, სასაცილოდ ამიგდებენ, მე მუსიკოსის არც მა მაქვს და არც ნიჭი"-განუცხადა დედას ადრიანომ. მოგვიანებით ადრიანო იტყვის, რომ მის გარდა ოჯახში ყველა მართლაც კარგად მღეროდა, თუმცა თავიდან მუსიკოსობა კი არა საათების ხელოსნად დაიწყო მუშაობა მამასავით.
ოდნავ მოგვიანებით კი ისევ დედის შგონებით და რჩევით მუსიკაში სცადა ბედი და იმ დროისათვის ტრენდული, ამერიკული როკ-ნ-როლის სტილში დაიწყო სიმღერების შსრულება, ჯუდიტს არ მოწონდა შვილის სტილი, მაგრამ შვილი ისე უყვარდა მის ნამღერს გამუდმებით უსმენდა, თან მაღალ ხმაზე.

ადრიანომ მალე მოიხვეჭა პოპლარობა და როცა ერთ დღეს ულამაზეს კლაუდია მორზე, ჯუდიტმა ძალიან თბილად მიიღო რძალი (თავად ადრიანოს თქმით კლაუდია და ჯუდიტი ერთი ტიპაჟის ქალები იყვნენ). როცა ადრიანო ცოლთან რაიმე საკითხე დაობდა, ჯუდიტი ყოველთვის რძლის მხარეს იჭერდა, თუნდაც ადრიანო მართალი ყოფილიყო ამ დავაში.
ჯუდიტი საკუთარ რძალს მსოფლიოში ყველაზე კარგ და ლამაზ ქალს ეძახდა, კლაუდიაც დედამთილს მუდამ პატივისცემით და დიდი სიყვარულით პასუხობდა.

ადრიანო ჩელენტანო დედასთან ერთად (სრული ფოტო).
image




0
401
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
401