სიცოცხლე მოულოდნელობებითაა სავსე, არავინ იცის ვის რა მოელის რამდენიმე დღეში, თვეში ან წელიწადში. წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების უკანასკნელ ფოტოსურათებს სიკვდილამდე.
1. ლეგენდარული ფრედი მერკური ბოლო წუთამდ უარყოფდა ჭორებს მისი ავადმყოფობის შესახებ. და ამ ფოტოზეც კი, რომელიც მისი სახლის ბაღშია გადაღებული ბრონქოპნევმონიით სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ის მხიარულად გამოიყურება.
2. მუჰამედ ალი პარკინსონის დაავადებას 32 წლის განმავლობაში ებრძოდა. დიდი მოკრივის გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე მის სახლს ფოტოგრაფი ზენონ ტექსეირა ესტუმრა და ფოტოსესია მოაწყო.
3. როკ-ენ-როლის მეფის გარდაცვალების დღეს გადაღებულ სურათზე ელვისი თავის შეყვარებულთან, ჯინჯერ ოლდენთან ერთად ბრუნდება სტომატოლოგთან ვიზიტიდან. საღამოს მას გულის შეტევა დაემართა.
4. "კარის ზღურბლიდან კურტმა სათლი ითხოვა", - თქვა ფოტოგრაფმა ჯესი ფრომმა. ვკითხე, რისთვის სჭირდებოდა ის, „იმ შემთხვევისთვის, თუ გული ამერევა“, უპასუხა კურტმა. სამი კვირის შემდეგ ნირვანას ლიდერმა თოფით თავი მოიკლა.
5. 1980 წლის 8 დეკემბერი ჯონ ლენონი ავტოგრაფს აძლევს მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ მას ზურგში სამჯერ ესვრის.
6. ჯიმ მორისონი და მისი შეყვარებული პამელა კურსონი საფრანგეთის სოფელ სენ-ლე-დ'ესერანში ისვენებენ. ხუთი დღის შემდეგ The Doors-ის წამყვან სოლისტს გული გაუჩერდება ჰეროინის ჭარბი დოზის გამო.
7. 2014 წლის 21 ივლისს, მის დაბადების დღეს, რობინ უილიამსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ეს ფოტო მაიმუნთან, სახელად კრისტალთან ერთად. მსახიობი 20 დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში კალიფორნიაში.
8. 2011 წლის 23 ივლისს ემი უაინჰაუსი იპოვეს გარდაცვლილი ლონდონის საკუთარ ბინაში, სისხლში მისი ალკოჰოლის შემცველობა ნორმას ხუთჯერ აღემატებოდა. ამ მოვლენამდე ერთი კვირით ადრე პაპარაცებმა მომღერალი სეირნობის დროს გადაიღეს.
9. ფოტო გადაღებულია დევიდ ბოუის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე. ბრიტანელი მუსიკოსი 2016 წლის 10 იანვარს ღვიძლის კიბოსთან წელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
10. Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი 2011 წლის 5 ოქტომბერს. ფოტოზე (იმავე წლის ოქტომბერი) მეგობარი ბიზნესმენს გადაადგილებაში ეხმარება
11. ჰიტ ლეჯერი ფილმის “The Imaginarium of Doctor Parnassus" გადასაღებ მოედანზე. მეორე დღეს, 2008 წლის 22 იანვარს მას გარდაცვლილს იპოვიან ტკივილგამაყუჩებლების გადაჭარბებული დოზის გამო.
12. თუფაქ შაკურის ბოლო ფოტო არის მანქანაში მის მენეჯერთან ერთად, სანამ რეპერი დახვრიტეს 1996 წლის 13 სექტემბერს.
13. ფოტო გარდაცვალების წინა დღეს ჯიმი ჰენდრიქსის შეყვარებულმა გადაიღო. 1970 წლის 18 სექტემბერს იგი გარდაიცვალა ლონდონის სასტუმროს ნომერში საძილე აბების ზედოზირების გამო.