საზოგადოება როგორ შეიცვალა მსოფლიო და ჩვენი ცხოვრება, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე 2023, 14 ივლისი, 12:12 ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებს მოესწრო, ეხსომება, რომ 1998 წელს მობილური ტელეფონი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ხოლო ინტერნეტი, უამრავ ადამიანს მიუწვდომელი ეგონა. დღეს კი, ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, – მსოფლიო შეიცვალა... აქ წარმოგიდგენთ ინფორმაციას, იმ ძირითადი ცვლილებებს შესახებ, რომელიც მსოფლიოში, ბოლო 25 წლის მანძილზე განხორციელდა: წინა პლანზე ახალი სოციალური საკითხები გამოვიდა ყველა თაობას, წინა პლანზე, ახალი-ახალი სოციალური საკითხები გააქვს. დღეს ყველაზე აქტუალური არათანასწორობის პრობლემაა. ამასთან, არა მხოლოდ შემოსავლების, არამედ გენდერული, რასობრივი, სამართლებრივი და ბევრი სხვა თვალსაზრისით. ბოლო წლების ტენდენციას წარმოადგენს ლგბტ-თემის ბრძოლა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვისთვის. მსოფლიოს მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა 1998 წელს მსოფლიო მოსახლეობის საერთო რაოდენობა მნიშვნელოვან ნიშნულს მიუახლოვდა. მაშინ დედამიწაზე 5, 9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მომდევნო წელს – 6 მლრდ. გახდა. მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი ქალაქებშიც ეს მასშტაბური პროცესია, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთნაირად ვითარდება. შენობებმა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს 1998 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, მალაიზიაში ახლად აშენებული Petronas Twin Towers იყო. მისი სიმაღლე 451 მ-ს შეადგენს. მას შემდეგ, უამრავი ცათამბჯენი აშენდა და ყოველ ჯერზე, შენობის სიმაღლე თანდათანობით იზრდებოდა.
ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა ჩვენი ცხოვრება რთულად წარმოსადგენია ინტერნეტის გარეშე. მაგ., 2000 წ. მას მხოლოდ 400 მლნ. ადამიანი მოიხმარდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის 6% შეადგენდა. დღეს კი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 5, 16 მლრდ–მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო მოსახლეობის 66% შეადგენს.
სოციალურმა ქსელებმა მსოფლიო დაიპყრეს დღეს ინტერნეტის გამოყენების ყველაზე ხშირი მიზეზი სოც. ქსელებია. სულ უფრო მეტი ადამიანი გადის რეგისტრაციას, რაც მათ ერთმანეთთან ურთიერთობის და ახალი ამბების გაგების საშუალებას აძლევს. 25 წლის წინ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. მობილური ტელეფონი – აუცილებლობას წარმოადგენს და თითქმის ყველას აქვს ისევე როგორც ტექნოლოგიის სხვა სახეებმა, ბოლო 25 წლის მანძილზე, მობილურმა ტელეფონებმა ფართო გავრცელება ჰპოვა. გაჩნდნენ უპილოტო ავტომობილები მხოლოდ 25 წელი გახდა საჭირო, უპილოტო ავტომობილებთან დაკავშირებული ოცნების ასასრულებლად. დღეს ასეთი მანქანა, უკვე ჩვენი რეალობის ნაწილია. კლიმატის შეცვლა სამწუხარო რეალობად იქცა მეცნიერები უკვე დიდი ხანია, კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ. თუმცა, ამ ცვლილების ეფექტი, ჩემთვის შესამჩნევი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები, დიდი სიჩქარით მიმდინარეობს. არის ქვეყნები, რომლებშიც კლიმატის ცვლილება ქარიშხლის და წყალდიდობის გახშირებით აისახა. არის ქალაქები, რომლებსაც დატბორვის საფრთხე ემუქრება.
არხის სხვა სიახლეები:* 35 000 წლის ოქროს წიგნები – აკრძალული არქეოლოგიის არტეფაქტები* მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)* უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე, ის ტვინისთვის აუცილებელია – 5 მითი ჯანსაღი კვების შესახებ340 2-ს მოსწონს
|