რელიგია რატომ ეკრძალებათ მუსლიმ კაცებს ოქროს ტარება? - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ! 2023, 10 ივლისი, 20:48 როგორც ცნობილია მუსლიმთა რჯულის კანონები ძალიან მკაცრია, აქ იმდენი აკრძალვა არსებობს წარმოდგენაც რომ ჭირს, მაგალითად, მუსლიმ მამაკაცებს არ აქვთ ოქროს ტარებისა და ღორის ხორცის მირთმევის უფლება, თუმცა თუ აღმოსავლელ ქალბატონებს ყურადღებით დააკვირდებით ნახავთ რომ მათ ყოველთვის ბევრი ოქროს სამკაული უკეთიათ, მაშ, რა სახის აკრძალვაზეა საუბარი?საქმე იმაშია რომ მუსლიმ ქალბატონებს ოქროს სამკაულით სიარული ნამდვილად შეუძლიათ, მეტიც, მათ აბრეშუმის შარფის ტარებაც მოეთხოვებათ. ბევრი ფემინისტი თვლის რომ აღმოსავლელი ქალების უფლებები ირღვევა, მეტიც ისინი მათ გარკვეულწილად მონებთანაც კი აიგივებენ, მართალია ეს თუ არა, დაე, უფლებადამცველებმა გაარკვიონ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ საყვარელი ცოლი ქმრის მხრიდან მუდმივი ზრუნვის ობიექტია, რომელიც რეგულარულად ჩუქნის მას საჩუქრებს ოქროს სამკაულებისა და აბრეშუმის შარფების სახით, თუმცა ამავდროულად, მუსლიმ მამაკაცს ოქროს ტარება ეკრძალება, მათ შორის საქორწინო ბეჭდისაც კი, მაგრამ ისმის კითხვა - რატომ?ირკვევა, რომ ამ რელიგიის კანონები მამაკაცს არ აძლევს საშუალებას ქალს დაემსგავსოს, ამიტომ აღმოსავლეთის ქვეყნებში სამკაულები ნამდვილ ცოდვად ითვლება, თუმცა მათი ტარება სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის სრულიად დასაშვებია. კაცმა კი თავისი მნიშვნელობა და მდგომარეობა ქმედებებით, სიტყვებითა და მეუღლის სილამაზით უნდა დაამტკიცოს.ითვლება, რომ მან მთელი ფული და ენერგია თავის საყვარელ ქალსა და შვილებს უნდა მოახმაროს, თუმცა თუ მუსლიმ მამაკაცს ძვირფასი ლითონების ტარება მაინც მოესურვება, მას ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არჩევანის გაკეთება მას ოქროს ნაცვლად ვერცხლზე მოუწევს, თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს რომ დღესდღეობით ამ წესებს მუსლიმები პრაქტიკულად აღარ იცავენ, გარდა ალბათ, ყველაზე მორწუნეებისა, ამიტომ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მამაკაცები სიამოვნებით ატარებენ ოქროს საათებს, ბეჭდებსა თუ გულსაკიდებს.1446 შეფასება არ არის |