x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბიბლიის მიხედვით გამოდის,რომ თითქმის ყველა ცოდვილები ვართ

image

ჩვენ ცივილურ სამყაროში ვცხოვრობთ და ვცდილობთ 10 ძირითადი მცნება მაინც დავიცვათ:"არა კაც -ჰკლა...არა იპარო..არა იმრუშო" და ა.შ.


თუმცა ბიბლიაში, როგორც ძველ, ასევ ახალ აღქმაში არის კიდევ აკრძალვები, რომლებიც ცოდვებად ითვლება.ზოგიერთი საკმაოდ მძიმეც.გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.



1-ტატუ-დიახ, ამისთვის ბიბლია სიკვდილით გსჯით...რა მოხდა თუ დუნდულაზე პეპელას მიიხატებთ, ან ზურგზე დრაკონს დაიხატავთ..გამოდის დედამიწაზე მაცხოვრებლების თითქმის ნახევარი თუ არა მესამედი მაინც ცოდვილია(იაპონელებს სულ სხვა აზრი აქვთ ტატუს შესახებ)"ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!"(ლევიანნი თავი 19:28)





2-ნუ გაიკრიჭავ თმის კიდეებს და ნუ შეისწორებ წვერს:გამოდის ჰიპები და როკერები ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოფილან....ბიბლია გვარწმუნებს რომ სული უნდა გქონდეს სუფთა და არა გარეგნობა.... "ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს."(ლევიანნი 19:27)




3-მკითხაობა და ჰოროსკოპები-ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ( ქალი განსაკუთრებით), რომელიც მკითხავთან ერთხელ მაინც არ ყოფილა....თუ არა და ჰოროსკოპი ხომ მაინც ჩაგიკითხავთ დიდი ინტერესით ჟურნალ-გაზეთის ფურცლებზე ან გაფაციცებით მოგისმენიათ და ზედმიწევნით შეგისრულებიათ მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციები... "ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!"(ლევიანნი 19:31)




4-სქესობრივად დაინვალიდებული- თუ რომელიმე ვაჟკაცი გმირულად იბრძოლებს ომში და ისე მოხდება, რომ აფეთქების შედეგად დაკარგავს მამაკაცურ ღირსებას მაშინ...."ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში."(მეორე რჯული, თავი ოცდამესამე:1)




5-ცოლი, რომელიც ქმარს ეხმარება ჩხუბში-ერიდეთ ქალებო, ნუ ჩაერევით თუ თქვენ ქმარი ჩხუბობს გაერიდეთ და ნუ წაავლებთ მეტოქე მამაკაცის სასირცხვოს ხელს...."თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება"(მეორე რჯული;თავი ოცდამეხუთე:11)



6-გეჭმევათ ის ცხოველები, რომლებიც იცოხნიან და ჩლიქი გაპობილი აქვთ..რა გეგონათ მარტო მუსულმანებს ეკრძალებათ ღორის ხორცი მაშინ გადახედეთ "წიგნი ლევიანნი თავი 11"...


3. ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ.

  • ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
  • ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
  • კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
  • ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
  • მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.


  • 7- იმ ზღვის პროდუქტების ჭამაც გეკრძალებათ, რომელსაც ფარფლები არა აქვს:ანუ კიბორჩხალები, ხამანწკები და ა.შ...


    9. აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ.

  • ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის.


  • 8-მეორედ დაქორწინება ან გათხოვება-ბიბლიაში ცოლ-ქმრულ წყვილს უამრავი რამ ეკრძალებათ....კარგად დაფიქრდით სანამ შეუღლდებით, რომ მერე არ გადაგიყვარდეთ ერთმანეთი...."


    8. და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც.


  • ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

  • სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე.

  • და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს.

  • ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს."(მარკოზის სახარება10:11−12)


  • 9-გათხოვდე არაქალწული:-ბევრ ევროპულ ქვეყანაში მამაკაცების უმეტესობა ერიდება ქალწულზე დაქორწინებას..არ უნდათ "რულეტის" თამაში, გაუმართლებს თუ არა?!....მაგრამ აი რას გვეუბნება ბიბლია:


    "თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა, უკუეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი და არა იპოოს ქალწულებაჲ ქალისა მის თანა, გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.(მეორე რჯული:თავი ოცდამეორე- 20:21)"




    10-ქალის გამომწვევი ჩაცმულობა-ქალებს მოკრძალებული ჩაცმა შეშვენის და სამკალულებიც საჭირო არ ყოფილა "ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით"(პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ- თავი მეორე-9-ახალი აღთქმა)


    11.ქალი თუ მოგინდა უკვე ცოდვაა-" ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში."(მათეს სახარება თავი 5:28)ანუ თანამედროვე დროში რამ გადმოვიტანოთ ნახვერადშიშველი ქალის ფოტოს ან ვიდეოსაც თუ შეხედავთ ეგეც ცოდვაა.


    საინტერესო გაგრძელება მოყვება მათეს სახარებას...(თავი 5)წესით რამდენმა უნდა იაროს, ცელთვალამ და ცალხელამ...


    29.თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

    30.ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.


    32.ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს


    12. და ბოლოს, ცოდვა, რომელშიც ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ჩადგმული ფეხი, საყოველთაოდ ცნობილი "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ... რასა ჰხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა"(მათეს სახარება 7, 1-4)



    1
    354
    2-ს მოსწონს
    ავტორი:არაჩანდა
    არაჩანდა
    Mediator image
    Mediator image
    354
      
    ჯერ ეგ ერთი ძველი აღთქმის კანონები არის განკუთვნილი ებრაელებისთვის რაც მოიყვანე ეგ იესო ამბობს მათე 5:21 ვინც მოკლავს სამართალში უნდა მიეცესო
    0 1 1