x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ატლანტიდას იდუმალი ლითონი, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია ნახსენები

ორიქალკუმი – იდუმალი ლითონია, რომლის შესახებ ინფორმაცია, არა ერთ, ძველ ბერძნულ წყაროშია. ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ ამ ლითონს ატლანტები იყენებდნენ. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წყარო, რომელშიც ორიქალკუმია ნახსენები, ძვ. წ. აღრ. VII ს. ჰესიოდეს ნაწარმოებია. მასში ნათქვამია, რომ ჰერაკლეს ფარი სწორედ ამ ლითონისგან იყო გაკეთებული. ხოლო, აფროდიტეს კულულები, ფერით, მას ორიქალკუმს ახსენებდა.


image


ორიქალკუმის მისტიკურ კონტექსტში, ხშირად ხსენების მიუხედავად, მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ლითონი რეალურად არსებობდა და მისგან ხშირად, რელიგიური კულტის საგნებს ამზადებდნენ და ძალიან ძვირი ღირდა. ასე, რომ, ეს იშვიათი და უძველესი ლითონი, ხელმისაწვდომი მხოლოდ რჩეულთათვის იყო. 10 წლის წინ კი, მეცნიერებმა ამ უნიკალური ლითონის შემადგენლობა დაადგინეს.

ანტიკური ისტორიკოსები, საკუთარ ნაშრომებში, გემს ახსენებდნენ, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან, რეს უბეში ჩაიძირა. მათივე მტკიცებით, ბორტზეც ორიქალკუმი იყო. ხოლო, ეს შემთხვევა, ჩვ. წ. აღრ. VI ს. II ნახევარში მოხდა.
2014 წ. სიცილიის სანაპიროსთან მართლაც აღმოაჩინეს გემის ნამსხვრევები. გაირკვა, რომ მას, სხვა საქონელთან ერთად, ორიქალკუმის ზოდებიც გადაჰქონდა. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეს, თითქმის მითიური ლითონი, უმაღლესი ხარისხის თითბერი (ლატუნი) იყო, რომელიც 75-80% სპილენძს და 15-20% თუთიას შეიცავდა. ასევე, მცირე რაოდენობით, ნიკელს და რკინას. ამ შენადნობს უფრო მაღალი სიმტკიცე აქვს, ვიდრე მასში შემავალ ლითონებს. ხოლო, მოყვითალო ფერის გამო, მას XIX ს. ოქროს ნაცვლადაც იყენებდნენ.


* დიდი ხნის მანძილზე, მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა უძველესი მუ, ლემურია, ჰიპერბორე, ატლანტიდა და სხვა მითიური კონტინენტები. იყო, თუ არა, დასახლებული გონიერი არსებებით და არსებობდნენ თუ არა, ჩვენი ცივილიზაციის გარდა, სხვა ცივილიზაციები დედამიწაზე.
ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია (შუმერებამდე), რომლის შესახებაც კონკრეტული მონაცემები არსებობს, ატლანტიდა არის. მის შესახებ, პლატონი ყვებოდა თავის დიალოგებში – «ტიმეოსსა» და «კრიტიაში». აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი წყაროა, ატლანტიდის ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* FBI – ის დოკუმენტების მიხედვით, ნიკოლა ტესლა უცხოპლანეტელი იყო

* სამოსი "ოტ კუტური" და კომპანიები, რომლებიც ჰიტლერთან თანამშრომლობდნენ

* ფსბ – მ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0