საზოგადოებრივი არტეფაქტები ატლანტიდიდან 17 ოქტომბერი, 8:50 არქეოლოგები და სხვა მკვლევარები, საუკუნეების მანძილზე, ცდილობდნენ ლეგენდარული ატლანტიდის კვალის აღმოჩენას. ერთი რამ ცხადია – ოდესღაც ძლიერი სახელმწიფო, დღეს მსოფლიო ოკეანის წყლებშია დამალული. ზოგი თვლის, რომ ის კუბის, ან ანტარქტიდის აკვატორიაშია. არსებობს ასევე ჰიპოთეზა, რომ ატლანტიდა აფრიკის კონტინენტზე იყო... ანუ, სია ვრცელია და რთულია ერთადერთი და სწორის ადგილის არჩევა. წარსულში, როცა მყვინთავებს ჯერ კიდევ უზარმაზარი სკაფანდრები ეცვათ და ჟანგბადს, მასთან დაკავშირებულნი, მილებით იღებდნენ, ფლორიდის სანაპიროსთან საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა. მათ 15 თასი აღმოაჩინეს, რომელიც მარჯნებით, ღრუბლებით და ზღვის ფაუნის სხვა წარმომადგენლების დიდი ფენით იყო დაფარული. ექსპერტები აღმოჩენების შესწავლას ცდილობდნენ, მაგრამ არტეფაქტების შეფასებაში, სირთულეებს წააწყდნენ. პრობლემა ის იყო, რომ მათზე გამოსახული სიმბოლოები, არცერთ ცნობილ ენას არ ეკუთვნოდა. თასები ასობით პროფესორმა, ისტორიკოსმა, არქეოლოგმა და სიძველეების ექსპერტებმა გამოიკვლია. მაგრამ, ვერავინ შეძლო იმის ახსნა – ვინ და როდის შექმნა ისინი და როგორ აღმოჩნდა ფლორიდის სანაპიროზე? თითქმის 90 წელი გავიდა, ვიდრე არტეფაქტებამდე, თანამედროვე სპეციალისტები მივიდნენ. თავდაპირველად, ითვლებოდა, რომ თასები მაიას, ან ოლმეკების მიერ იყო შექმნილი. მაგრამ, ნაკეთობის დათარიღებამ, მკვლევარები ჩიხში შეიყვანა – აღმოჩნდა, რომ არტეფაქტების ასაკი 6, 5 ათასი წელია! იმ დროს კი, არც მაია და არს ოლმეკები ჯერ არ იყვნენ... აქ ისმის კითხვა: ვინ, თუ არა ისინი? და მაშინ საინტერესო ჰიპოთეზა გაჩნდა. თასები, შესაძლოა, ატლანტებს ეკუთვნოდათ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის კატასტროფას გადაურჩნენ და ამერიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ, რა თქმა უნდა, თან საყოფაცხოვრებო ნივთებიც ჩაიტანეს და რამდენიმე დასახლება შექმნეს. ახალი ადამიანების გამოჩენა, ადგილობრივებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ... და მათი ურთიერთობა 2 სცენარით შეიძლება წარმართულიყო: პირველი – ატლანტებთან მეგობრობა და ინდიელებთან ასიმილაცია და მეორე – სისხლისღვრა და ატლანტების განადგურება. მეცნიერები პირველ სცენარს ემხრობიან და სავარაუდოდ, სწორედ ასე მიიღეს ოლმეკებმა* ცოდნა, რომელიც დღეს გვაოცებს და არტეფაქტები, ლეგენდარული ატლანტიდიდან. ასე რომ, ოლმეკები, შესაძლოა, ნაწილობრივ ატლანტების შთამომავლებიც ყოფილიყვნენ. როგორც შედეგი, ფლორიდის სანაპიროზე აღმოჩენილი თასები, რეალურად ატლანტიდაში იყო შექმნილი და სამეცნიერო სამყარომ, სავარაუდოდ, მისი წერილობითი ნიმუშები, პირველად მიიღო. * მაიას და აცტეკების იმპერიების წინამორბედმა, ოლმეკებმა, თავის დროზე, მეტად მოწინავე ცივილიზაცია შექმნეს. მათ ამის საშუალება გეოლოგიურ სფეროს მეტად საფუძვლიანმა ცოდნამ მისცა. იმის ნათელ მაგალითს, რომ ამ იდუმალმა ცივილიზაციამ, გარკვეული რეგიონის ტერაფორმირება მოახდინა, სან ლორენცოს პლატოა (მექსიკა) წარმოადგენს, რომელიც უძველესი დროის, ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტად ითვლება. მთელი რეგიონის «სახეცვლილება» ძველი ოლმეკების გემოვნებით მოხდა. ეს პროექტი ტონობით მიწის და ქვის გატანას მოიცავდა, რამაც შემდგომში, მათ გიგანტური ტერასების, კედლების და ძეგლების შექმნის საშუალება მისცა. ახლა საკითხავია, თუ როგორ შეძლო იმ დროს, ადამიანმა ამდენი? გაგრძელება >>> * უცნობი ცივილიზაცია ათობით ათასი წლის წინ და ქალაქი, რომელიც ასობით ტომს აერთიანებდა* პალაუში 1, 2 მილიონი წლის სარკოფაგი აღმოაჩინეს* სრულიად შემთხვევით შეიქმნა ფოტო–შედევრები – 2* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას325 2-ს მოსწონს
|