x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!"-თამარ ჩერგოლეიშვილი
image

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილ პოსტს ეხმაურება.



"გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია. საააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს.


დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება.



ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს. პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროვებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს. ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა.


წადით და მიჩივლეთ. p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!"-წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა პოსტი, რომელიც მის სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხებოდა და რომელმაც ძირითადად უარყოფითი და ირონიული რეაქცია გამოიწვია, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში.




"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა მესამე პრეზიდენტმა.

3
441
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
441
  
2023, 11 ივლისი, 22:51
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 ივლისი, 17:23
ჩერგო უკეთესი იქნება რომ ერთად გადაშენდეთ უჯიშო უსამშობლო უსაზიზღრესი არსებები როგორებიც ხართ, შენ, შენი ქმარი, მიხუილა სუკიასიანცი და ოპოზიციად წოდებული ნაგავი. მაშინ ნაღდად ეშველება ამ ქვეყანას.
0 1 3