x
image
ნინო ხიმშიაშვილი
"მეტჯერ აღარ წახვალ გროზნოში? - წავალ, რა თქმა უნდა" - პასუხობს მილაშინა

ინტერვიუერი მას ეკითხება:

"- მეტჯერ აღარ წახვალ გროზნოში?

- წავალ, რა თქმა უნდა, " - პასუხობს ჟურნალისტი.



ნაცემი ჟურნალისტი ელენა მილაშინაელენა მილაშინა ჩეჩნეთში თავდასხმის მეორე დღეს - მოსკოვის კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ. ფოტო: ანა არტემიევა / "ნოვაია გაზეტა"


ნაცემი ჟურნალისტი ელენა მილაშინაელენა მილაშინა ჩეჩნეთში თავდასხმის მეორე დღეს - მოსკოვის კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ. ფოტო: ანა არტემიევა / ნოვაია გაზეტა


ელენა მილაშინა

ნაცემი ელენა მილაშინას ფოტო, რომელიც თავდაპირველად გავრცელდა



Novaya Gazeta-ს ჟურნალისტი ელენა მილაშინა და მასთან ერთად მყოფი ადვოკატი ალექსანდრ ნემოვი 4 ივლისს უცნობმა, ნიღბიანმა პირებმა აეროპორტიდან გროზნოში მიმავალ გზაზე გამოიჭირეს და სასტიკად სცემეს. გაუნადგურეს ტექნიკა და დოკუმენტები.


ნემოვს უჭირს მოძრაობა და საუბარი.




ელენა მილაშინამ ორი დღის წინ მისცა ინტერვიუ, სადაც ჰყვება, რომ 12-15-მდე თავდამსხმელმა ისინი ფეხებით და პოლიპროპილენის მილებით სცემეს.


"ეს არის იარაღი რითაც ჩვეულებრისამებრ ჩეჩნეთში სცემენ დამნაშავეებს. მე ხშირად ვწერდი ამ იარაღის გამოყენებაზე, ახლა კი საკუთარ ტყავზე ვიწვნიე" - ამბობს ელენა ინტერვიუში.





რუსი რეჟისორი ალექსანდრე სეკუროვი ამ ფაქტს გამოეხმაურა და რუსული ისლამური საზოგადოება გააკრიტიკა.


"ყველამ უნდა ნახოს ჩეჩნეთში ნაცემი ელენა მილაშინას ეს სურათი.


მწარედ და სასოწარკვეთილებით ვხვდები, რომ ჩეჩენი ხალხი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს მათი ვაჟებისა და ქმრების, ძმებისა და მამების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. დანაშაულებს ქალების წინააღმდეგ.


რუსეთის ისლამური საზოგადოება დუმს... მე და ისინი, ალბათ, წმინდა ყურანის სხვადასხვა ვერსიებს ვკითხულობთ" - წერს ალექსანდრე სოკუროვი.





2
420
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
420
  
2023, 11 ივლისი, 22:51
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2