x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ბელარუსული მედია ორგანიზაცია NEXTA, ისრაელის ამბების გაშუქების გამო კრემლის ბოტების სამიზნე გახდა




image

საძიებო ველში მხოლოდ ფეიქ-ექაუნთები იძებნება / NEXTA-ს სქრინი


ბელარუსის მედია ორგანიზაცია NEXTA, რომელიც ასევე წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი მედია ორგანნიზაციას, იუწყება, რომ ისრაელში მომხდარი ამბების გაშუქების გამო, კრემლის ბოტებმა "X"-ზე (ყოფილი ტვიტერი) ანგარიში დაუბლოკეს.



"ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ დავიწყეთ ისრაელში სამხედრო კონფლიქტის გაშუქება.

ჩვენთან უკვე გამოწერილი მკითხველებიც კი ვერ პოულობენ ჩვენს ანგარიშს პლატფორმის საძიებო ჩანართში.



ასევე გამოჩნდა ჩვენი არხის სხვადასხვა ყალბი ანგარიშები, რომლებსაც "X" პლატფორმა არ კრძალავს, არამედ პროპაგანდას უწევს. აკრძალვის გამო ყალბი ანგარიშის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე რეალურის", - წერია NEXTA-ს სარედაქციო მიმართვაში.




მედია ორგანიზაცია, რომელიც ბელარუსში ცნობილია დიქტატურის, კორუფციის, ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებით, კრემლის ბოტების სამიზნე უკრაინის ამბების გაშუქების გამოც გამხდარა.



"უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩვენმა ანგარიშმა მრავალი შეტევა განიცადა კრემლის ბოტებისგან, მათ შორის იყო ისეთი შემთხვევებიც, რომლებმაც გამოიწვია პლატფორმის ალგორითმების დროებითი დაბლოკვა რამდენჯერმე".



"X" პლატფორმაზე სხვა არხი არ გვაქვს გარდა ამ არხისა @nexta_tv
და ნუ მოტყუვდებით", - აფრთხილებს რედაქცია აუდიტორიას.







0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0