x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
თურქულმა დრონმა იქ, სადაც ირანის პრეზიდენტს ეძებენ, სითბოს წყარო დააფიქსირა

imageთურქეთის Akinci UAV უპილოტო საფრენმა აპარატმა დაადგინა, რომ სითბოს წყარო ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზეა






თურქულმა უპილოტო თვითმფრინავმა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის მთიან რეგიონში სითბოს წყარო გამოავლინა.




ვარაუდობენ, რომ ეს არის ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის შვეულმფრენის ნამსხვრევები.




მას შემდეგ, რაც რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ირანში დასახმარებლად გააგზავნა სამძებრო ჯგუფი, Akinci UAV დრონითა და Cougar ტიპის ვერტმფრენი ღამის ხედვის შესაძლებლობით.




პრეზიდენტი რაისი კვირას, ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კაშხლის ინაუგურაციას დაესწრო, სადაც ვერტმფრენით ჩაფრინდა.





ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რაისის ვერტმფრენი რეგიონიდან დაბრუნების დროს მძიმედ დაეშვა.



ვერტმფრენში ასევე იმყოფებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რაჰმეტი და თავრიზის პროვინციის იმამ აიათოლა ალი ჰაშიმი.




წყარო: Anadolu Agency



0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0