x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ცხოვრება ზოოპარკში" - 5 ტყუპი გოგონა, რომლებიც სახელმწიფომ შემოსავლის წყაროდ აქცია

ხუთი და, რომლებიც 1934 წლის 28 მაისს ღარიბი ფერმერის ოჯახში დაიბადნენ, ნამდვილ ოქროს საბადოდ იქცნენ და კანადის მთავრობისთვის ბევრი ფული გამოიმუშავეს. მათი ისტორია თავიდანვე იყო საჯარო და მუდმივი თემა მედიაში. მაგრამ არც ფულმა და არც დიდებამ არ მოუტანა მათ ბედნიერება.image

1934 წლის 28 მაისს ხუთი ცნობილი კანადელი ტყუპი გოგონა დაიბადა ჩრდილოეთ ონტარიოს ერთ პატარა სოფელში. ნაადრევი შვიდი თვის გოგონები პატარა ხელებითა და ფეხებით მხოლოდ 600 გრამს იწონიდნენ. ექიმი, რომელიც დედას მშობიარობის დროს ეხმარებოდა, დარწმუნებული იყო, რომ ჩვილები ერთ საათსაც ვერ იცოცხლებდნენ, ამიტომ ისინი ნაჩქარევად მოინათლნენ. მაგრამ 5 ტყუპი და პირველები იყვნენ, რომლებიც გადარჩნენ. დები დიონების დაბადების შესახებ საოცარი ამბავი რამდენიმე დღეში მთელ კანადაში გავრცელდა.image
ბავშვები შეეძინა ღარიბ ფერმერს, სახელად ოლივ დიონს, რომელიც მეუღლესთან და სამ უფროს შვილთან ერთად ცხოვრობდა ფერმაში, სახლში, სადაც ელექტროენერგია და წყალი არ ჰქონდათ. ორსულობის დროს ფერმერის მეუღლეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ის ტყუპებზე იყო ორსულად, მაგრამ ერთდროულად ხუთი ბავშვის დაბადება დიდი სიურპრიზი იყო. მშობიარობიდან მალევე ტყუპების დედამ, ელზაირმა მძიმე შოკი განიცადა და ექიმს ეგონა, რომ ისიც მოკვდებოდა, მაგრამ ორი საათის შემდეგ ქალი გამოკეთდა.image
ნაადრევი ჩვილები გაჩენისთანავე თბილ საბნებში გაახვიეს და კალათაში ჩააწვინეს ღუმელთან ახლოს. დედას რძე არ ჰქონდა, ამიტომ ყოველ ორ საათში ერთხელ აძლევდნენ წყლის, სიმინდის სიროფის, ძროხის რძის და რამდენიმე წვეთი რომის ნარევს.

ფოტოზე: ონტარიოს პრემიერ-მინისტრი მიტჩელ ჰეპბერნი ტყუპებთან ერთად, 1934 წელი.image
როდესაც დები 6 თვის იყვნენ, მათმა მამამ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილები ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე ეჩვენებინა. ამის შესახებ კანადის ხელისუფლებამ შეიტყო და თავადაც გადაწყვიტეს შოუს მოწყობა. გოგოებისთვის სპეციალური პავილიონი აშენდა ათი უზარმაზარი ფანჯრით და გალერეით, რათა პატარები უკეთ გამოჩენილიყვნენ.image
დები დიონი გამოფენის პავილიონში 1935 წლიდან 1943 წლამდე იმყოფებოდნენ და ამ დროის განმავლობაში ისინი 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. დების წყალობით ჩიკაგოს ექსპოზიცია ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა, რამაც ტურისტების უპრეცედენტო ნაკადი გამოიწვია.

ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი მოდიოდა ტყუპების სანახავად. გოგონები, ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ, თამაშობდნენ სათამაშო მოედანზე, რომლის ირგვლივ, ბადის მიღმა, სადამკვირვებლო მოედანი იყო აშენებული. ბავშვები ცხოველებს ჰგავდნენ გისოსებს მიღმა, რაც ადასტურებს ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ გზებს, რომლითაც ბავშვებს იყენებენდენ ფულის მისაღებად. აქ შესაძლებელი იყო სუვენირების შეძენაც სპეციალურ მაღაზიაში. შესვლა უფასო იყო მნახველებისთვის, მაგრამ კანადის მთავრობამ ბევრი ფული გამოიმუშავა დების სარეკლამო ნივთების გაყიდვით. გოგონები ნამდვილ ბრენდად იქცნენ. მაგალითად, მათ პატივსაცემად დამზადდა ხუთი თოჯინის სპეციალური ნაკრები.image
ყველაზე ცნობილი ტყუპები რაღაც კულტებად იქცნენ. მათ შესახებ ჰოლივუდში რამდენიმე ფილმია გადაღებული. საწარმოები - ბავშვთა საკვების, ტანსაცმლის, ფხვნილისა და ბავშვებისთვის სხვა საქონლის მწარმოებლები წარმატებით იყენებდნენ მათ ფოტოებს რეკლამად.image
გოგონები სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ ძვირადღირებული სათამაშოები, მოდური ტანსაცმელი, საუკეთესო პედიატრის მომსახურება. თუმცა, მათ ჩამოერთვათ მშობლებთან კონტაქტის შესაძლებლობა, ისევე როგორც ძმებთან და დებთან, ასევე თანატოლებთან ურთიერთობა.image
როდესაც ტყუპები 9 წლის გახდნენ, კანადის ხელისუფლებამ კალანდერში ააშენა დიდი სახლი, რომლის მიზანი იყო დიონის მთელი ოჯახი იქ დასახლებულიყო. თუმცა, ეს არ იყო ძალიან წარმატებული წამოწყება, რადგან დები არ იყვნენ ადაპტირებული ასეთ ცხოვრებასთან. ამდენი წლის განშორების შემდეგ შეუძლებელი იყო ნორმალური ოჯახური ურთიერთობების დამყარება. დიონის ოჯახის სხვა შვილებმა ვერ შეძლეს თავიანთი დიდი ხნის არყოფნის ტყუპი დების მიღება.imageimage
მამას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ და ვოლიერში ცხოვრებას მიჩვეული ბავშვები ვერ ეგუებოდნენ ცხოვრების ახალ წესს. ტყუპები ამ სახლში 16 წლამდე ცხოვრობდნენ, რის შემდეგაც ისინი სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს.

გოგონებს იღებდნენ სხვადასხვა რეკლამებში, ძირითადად კოსმეტიკასა და საკვების. ყოველი მათი დაბადების დღე მედიის მონაწილეობით აღინიშნებოდა.image
მორცხვ, ჩაკეტილ გოგოებს არ შეეძლოთ ნორმალური კომუნიკაცია. უჩვეულო ბავშვობამ, ფაქტობრივად, ადამიანის ზოოპარკში გაზრდამ, სამუდამოდ დატოვა კვალი გოგონების ფსიქიკაზე.

გოგონები არ იყვნენ ადაპტირებული ნორმალურ ცხოვრებასთან. ადამიანებთან ურთიერთობის გაძნელებით, დებს მხოლოდ ერთმანეთის გარემოცვაში შეეძლოთ თავი თავისუფლად და მშვიდად ეგრძნოთ. მეთვრამეტე დაბადების დღის შემდეგ გოგონებმა შეწყვიტეს ყოველგვარი კონტაქტი ოჯახთან, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ესარგებლათ მათი პოპულარობით და მათზე ფული გამოემუშავებინათ. image
დების შემდგომი ბედი ძალიან სამწუხარო იყო. 20 წლის ასაკში გარდაიცვალა ემილი, რომელიც ადრე წავიდა მონასტერში, სადაც დაუდგინეს ეპილეფსიური კრუნჩხვები, რამაც მისი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. მისი დებისთვის ეს ნამდვილი დარტყმა იყო.

მარი 30 წლის ასაკში, წარუმატებელი ქორწინების შემდეგ გარდაიცვალა. სესილიმ და ანეტმაც ვერ იპოვეს ბედნიერება ოჯახურ ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება ერთმანეთის მიმართ დაუძლეველ მიზიდულობას გრძნობდნენ, საათობით საუბრობდნენ ტელეფონზე და დიდ სიხარულს გრძნობდნენ ურთიერთშეხვედრისას. სესილსაც ტყუპები ჰყავდა, მაგრამ მალე ერთ-ერთი ტყუპი გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ იგი დაქვრივდა. ივონი წავიდა მონასტერში, მაგრამ იქაც ვერ დაიმკვიდრა თავი და მთელი ცხოვრება განმარტოებით ცხოვრობდა.image
უკვე ზრდასრულმა დებმა სასამართლოში იჩივლეს და სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღეს 4 მილიონი დოლარის ოდენობით.

"ძალიან გვიანია და ძალიან ცოტაა ჩვენი დანგრეული ცხოვრებისთვის", - აცხადებდნენ ცნობილი დები.

ფოტოზე: სამი და: ივონი, ანეტი და სესილი მათი ავტობიოგრაფიით "ოჯახური საიდუმლოებები", 1995 წლის 2 ოქტომბერი.image

















1
140
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
140
  
2023, 4 ივლისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1