x
image
ქეთი1988
Mediator image
ადამიანი, რომელიც არ დანებდა- სტივენ ჰოკინგის ციტატები, რომლებიც დაგაინტერესებთ

image

ჰოკინგი მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი აფეთქების თეორიისა და შავი ხვრელების გაჩენის მკვლევარი. მის განვითარებას დღესაც იყენებენ ფიზიკოსები და ისინი მასობრივი აუდიტორიისთვის ცნობილია არა მხოლოდ დოკუმენტური ფილმებიდან და წიგნებიდან, არამედ პოპულარული კულტურიდან, მათ შორის Interstellar. მიუხედავად იშვიათი დაავადებისა (ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი), რის გამოც ჰოკინგი სრულიად პარალიზებული იყო და სპეციალური აპარატით გადაადგილდებოდა და საუბრობდა, მან შექმნა ოჯახი და შვილები და აქტიურად მუშაობდა. 2018 წლის 14 მარტს, 76 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი გარდაიცვალა. წრმოგიდგენთ ცნობილი ფიზიკოსის გამონათქვამებს:

- ადრეული სიკვდილის პერსპექტივამ დამაფიქრა, რომ სიცოცხლე ღირს.


- ჩემი მიზანი ძალიან მარტივია: მე მინდა გავიგო სამყარო, რატომ მუშაობს ის ისე, როგორც მუშაობს და რატომ ვართ აქ.


- ჩვენ უბრალოდ მაიმუნების ევოლუციის შთამომავლები ვართ პატარა პლანეტაზე, რომელსაც არაჩვეულებრივი ვარსკვლავი აქვს. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ სამყარო. ეს არის ის, რაც გვხდის განსაკუთრებულს.


- ასტროლოგები საკმარისად ჭკვიანები არიან, რომ თავიანთი პროგნოზები იმდენად ბუნდოვანი გამოთქვან, რომ ისინი ნებისმიერ შედეგს მიაწერონ.

image

- მთელი ჩემი ცხოვრება მაოცებდა ჩვენს წინაშე არსებული ფუნდამენტური კითხვებით და ვცდილობდი მეპოვა მათზე მეცნიერული პასუხები. ალბათ ამიტომაც გავყიდე უფრო მეტი წიგნი ფიზიკის შესახებ, ვიდრე მადონამ გაყიდა სექსზე.

- დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერებასა და კვლევას უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ფულის შოვნას.


- ჩემი ნამდვილი ოცნებაა დავწერო წიგნი, რომელიც გაიყიდება აეროპორტის ჯიხურებში. მაგრამ ამისთვის, როგორც ჩანს, გამომცემელს გარეკანზე შიშველი ქალის დაბეჭდვა მოუწევს.

- ვფიქრობ, კომპიუტერული ვირუსები ცხოვრების ფორმად უნდა ჩაითვალოს. ეს ბევრს ამბობს ადამიანის ბუნებაზე: სიცოცხლის ერთადერთი ფორმას, რომელიც ჩვენ შევქმენით, მხოლოდ განადგურება მოაქვს. ჩვენ ვქმნით ცხოვრებას ჩვენივე გამოსახულებით და მსგავსებით.image



- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ჯერ არ ჩამოსულან ტურისტები მომავლიდან (მომავლის ტურისტების წვეულების შემდეგ, რომელზეც არავინ მოვიდა).


- როცა 12 წლის გავხდი, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა სხვა ბიჭს დადო ფსონი კანფეტის ტომარაზე, რომ არაფრის მაქნისი გავხხდებოდი. არ ვიცი, მოგვარდა თუ არა ეს დავა და ვის სასარგებლოდ.


- ვიღაცამ მითხრა, რომ წიგნში ჩადებული ყოველი განტოლება ჩემს გაყიდვებს განახევრებს.

- შროდინგერის კატის შესახებ რომ მესმის, ხელის თოფისკენ გაწვდენა მინდება


- არ ვარ დარწმუნებული, რომ კაცობრიობა კიდევ ათასი წელი მაინც იცოცხლებს, თუ კოსმოსში გაქცევის გზას ვერ იპოვის. არსებობს მრავალი სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განადგურდეს მთელი სიცოცხლე პატარა პლანეტაზე. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ვარსკვლავებს.image


- სასკოლო მეცნიერება ხშირად ისწავლება მშრალი და უინტერესო ფორმით. ბავშვები გამოცდის ჩაბარების მიზნით სწავლობენ ზეპირად დამახსოვრებას და ვერ ხედავენ კავშირს მეცნიერებასა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს შორის.


0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0