x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ ზრდიდნენ აკაკი წერეთელს, რა ევალებოდა და რა ეკრძალებოდა...

"საზოგადოდ უნდა ვთქვათ, სპარტანულად გვზრდნიდნენ.არ გვარიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც დარს და არც ავდარს. დილ-დოლობით ცვრიან ბალახზე ფეხშიშველს უნდა გვერბინა. პირველი თოვლი რომ მოვიდოდა, ფიფზქზე რამდენჯერმე უნდა გაგვერბინ-გამოგვერბინა; დასოვლებული და სიცივისაგან დაწარხლებული ფეხებიცეცხლზე უნდა შეგვეშრო.დარწმუნებული ვიავით, რომ ამით ტანმრთელობა მოგვემატებოდა. ახალგაზაფხულზე რომ წვიმა მოვიდოდა, ჩვენ სახლის ღარს თავს ვუშვერდით, რომ ოქროს ხუჭუჭი ამოგვსვლოდა. უმთავრესი ყურადღება ჩვნი წირვა-ლოცვაზ და მარხვაზე იყო. სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: სანმა ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ. საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არა თუ შეჭამანდი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც აკრძალული გვქონდა. თამაშის ნებაც არ გვეძლეოდა. ცისკარს როგორ დავაკლდებოდით?ესეები ყველა ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო და რასაკვირველია, დიდმარხვა რომ დადგება, მე ჩემს ქერქში აღარ ვარ და ვდრც მოვიხდი სიკვდილამდე სიყმაწვილიდან დარჩენილ ზაფრას. საზოგადოდ დიდ ოჯახებში ამაოდმორწმუნეობა იყო გავრცელებული, ყმაწვილებს სჯეროდათ, რომ ჭინკები, ქაჯები, კუდიანები ქვეყნად დადიან და ადამიანებს აშინებენ. ახლა, როგორც ვფიქრობ ეს მოსამსახურეების ბრალი იყო : იმათ, საზოგადოდ ბიჭსა და გოგოებს, აკრძალული ჰქონდათ მისვლა-მოსვლა და თამაში. დღე ვერ ბედავდნენ და, ღამ -ღამობით რომ თავისუფალი ყოფილიყვნენ და ვერავის დაენახათ, ბატონიშვილებს, ყმაწვილებს განგებ აშინებდნენ და ისინიც, დაღამდებოდა თუ არა, შიშით კარზე ვეღარ გამოდიოდნენ."

image

ნაწყვეტი აკაკი წერეთლის ძალიან საინტერესო ბავშვობიდან ...

"ჩემი თავგადასავალი"

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0