x
image
თეონა გორდეზიანი
" მეძავი კაცის" ისტორია...
საკითხი რომელიც რეალობაა, პრობლემა რომელიც აქტუალურია, თემა რომელიც არსებობდა და არსებობს და რომელზეც იშვიათად საუბრობენ...

1883 წელს გამოქვეყნებულ რომანში გი დე-მოპასანი საუბრობს

იმ ადამიანებისა და რეალობის შესახებ, რომელსაც თავადვე უწოდებს


"ქვეყნის იარას".

მოპასანი რომანების საშუალებით საუბრობს სიცრუეზე, უპრინციპობაზე, მექრთამეობაზე, ყალთაბანდობაზე. რეალურ პრობლემებზე რომელიც დღესაც, XIX-ე საუკუნეშიც აქტუალურია.


image
რომანი " ლამაზი მეგობარი" 1883 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობილია

მამაკაცზე, რომელთან დაკავშირებითაც მოპასანს შემოჰყავს ქალები, ისინი ეარშიყებიან მის მზარდ ცნობიერებას.


რომანს გამოქვეყნებისთანავე ხვდა წილად წარმატება და დაუყოვნებლივ ითარგმნა ევროპულ ენებზე.

"მე ვხედავ ამბებს, რომლებიც სასაცილოა, სასაცილო და კიდევ ბევრს რასმე გადმოგვცემს, რაც სამწუხაროა, სამწუხარო. მოკლედ მთელი ქვეყანა სულელია, სულელი. აქაც ვით ყველგან." სწერდა გი დე-მოპასანი მასწავლებელსა და უფროს მეგობარ გუსტავ ფლობერს.


imageმოპასანისეული შეფასებით იმდროინდელი საზოგადოება " ბებერი როსკიპია", რომელიც პოლიტიკურ თუ კერძო ყოფაში აღარაფერს პოულობს პროსტიტუციის გარდა. აქ ყველა ყიდის, ქალიც და კაციც ვაჭრობს, სხვასაც ყიდის და საკუთარ თავსაც ყიდის.... პათოლოგიური ეგოისტური ვნებების დასაცხრობად.


თვით მთავარი გმირის დურუას პიროვნებასაც მთლიანად ამ დროის, ანუ ამ გაროსკიპებული საზოგადოების ბეჭედი აზის. მისთვის სიყვარული, როგორც "სულთა ურთიერთობა" სრულიად უცხოა.მისთვის

სიყვარული კარგ მადას უდრის, რომლის დაკმაყოფილებასაც ყველა ქალთან (მეძავთან და მანდილოსანთან) ყველა ადგილას შეიძლება.

დურუა მოპასანის "ღვიძლია", სწორედ მისი გამოყვანილია " მამაკაც

როსკიპად". ის ხვადია, რომელიც აცდენს და იპყრობს ქალებს თვალების ფერით, ფუშფუშა ულვაშებით და მეტი არაფრით.

"მეძავი" დურუა ხალხის სულს წარმოადგენს და ასევე სიმბოლოა. სიმბოლო თანამედროვე საზოგადოების სიმდაბლის.

მოპასანი შეიძლება ითქვას ჯავახიშვილს ენათესავება, რადგან მოკლებულია ხელოვნურობას, ლიტერატურულობას...ჟღერს როგორც ქართული. არ ეტყობა რომ ნათარგმნია და არაა ქართულად დაწერილი.


პრობლემები, რაზეც მოპასანი საუბრობს, სიმბოლოები რომლის მინიშნებებსაც გვაძლევს ზუსტად შეესაბამება ქართულ და არამარტო ქართულ რეალობას.

მიუხედავად იმისა, რომ აღარ არსებობს მაღალი საზოგადოების დახვეწილი საღამოები, მორთული კარეტები და კორსეტიანი გამომწვევი ქალები... არსებობს მეორე თანამედროვე რეალობა რომელიც მოპანისეულ საზოგადოებასთან და პრობლემებთან პირდაპირ კავშირშია.

image



რენე ალბერ გი დე-მოპასანი ფლობერის უმცროსი მეგობარი და მოსწავლე, მართველი კლასების სიმახინჯეების უბადლო ამსახველი და სტენდალ-ბალზაკისეული ტრადიციების უშუალო მემკვიდრე.

1
132
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
132
  
2016, 24 ნოემბერი, 12:28
მადლობა ავტორს, მომეწონა
0 1 1