x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ გავიგოთ სიტყვები: "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების "...
image

თინათინს გამეფებისას სხვა დამრიგებლურ სიტყვებთან ერთად მამა ეუბნება:


"ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების!"



ამ აფორიზმში მეფის მიერ თანასწორობის დაცვაზეა საუბარი, როსტევანი არიგებს თინათისნ, მეფე რომ იქნები, მზეს უნდა მიბაძო და როგორც მზე არ ანსხვავევებს ვარდს - ძვირფას სურნელოვან მცენარეს და ნეხვს - მწარე (საბას განმარტებით "ნეხვბალახა") მცენარეს ერთმანეტისგან და თანასწორად აფრქვევს სხივებს, ასევე არ განასხვავო შენ დიდი და პატარა ადამიანი და არავისთვის წყალობა არ მოგეწყინოსო.


ზოგი სიტყვას "ნეხვთა" ნაკელად ხსნიდა, მაგრამ ნიკო დადიანის განმარტებით ნეხვი მყრალი ბალახია.


ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რუსთაველი ძვირფას სურნელოვან მცენარეს მყრალ ბალახს დაუპირისპირებდა და არა ნაკელს.რუსთაველს მზე ღმერთის ხატად ჰყავს წარმოდგენილი და ასეც შეიძლება ვთქვათ - მეფე ღმერთის ხატამდე უნდა ამაღლდეს და ისე დაიცვას თანასწორობაო.


0
969
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0