x
image
თეონა გორდეზიანი
"ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა..." რას იხსენებს და როგორ აფასებს ნოდარ დუმბაძე მასწავლებლის კომენტარს
მასზე ბევრი თქმულა და დაწერილა... ბევრი სიუჟეტი გაკეთებულა. ახსენებედნენ და ახსენებენ ყველგან... რადიოში, ტელევიზიაში. ყველასთვის საყვარელია და მისაბაძი, განსაკუთრებული, მზის სხივებით გამთბარი თავისი შემოქმედებით.

„ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“...

„სიცილი ნოდარ დუმბაძისთვის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისთვის ომი ან ჩიტისათვის – ფრენა“ -

ამბობდა მის შესახებ გურამ ასათიანი.


მისი ბიოგრაფიის შესახებ ბევრი ჩანაწერი, სტატია თუ ბლოგი არსებობს ... მინდა ჩემეულ ვერსიაში სახასიათო ამბავი გავიხსენო, ნოდარისეული ვერსია... პატარა ამბავშიც კი ჩანს მისი განსაკუთრებულობა არამარტო ხასიათის, არამედ წერის, სამყაროს აღქმის, გარემოებებთან დამოკიდებულების კუთხით. როგორც ყოველთვის მისი "ირონია" ბუნებრივი ფორმაა, რაც ყველგან და ყოველთვის გამოარჩევდა.


image


“ ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი - საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობს ცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა... ..“

ნოდარ დუმბაძე


ადამიანი, რომელიც წარმატებას, ხალხის სიყვარულს, აღიარებას, პრემიებს აბსოლუტურად არ შეუცვლია. ნოდარი ხალხს ძალიან უყვარდა და დღესაც უყვართ. ნოდარი გარდაცვლილი არაა, დღემდე ნოდარი ცოცხალია, მწერალი რომელიც აღარ იბეჭდება და აღარ იკითხება, ისაა მკვდარი. ნოდარს დღესაც სიამოვნებით კითხულობს ყველა, კვლავ იდგმება. რადიოს ჩართავ თუ ტელევიზორს, არ არსებობს რომ არ შეგხვდეს ნოდარის რაღაც ნათქვამი, ნოდარის წიგნიდან ამოღებული. ბავშვები იწყებენ კითხვას ნოდარის მოთხრობებით… ნოდარი არ მომკვდარა…

მინდა გვიყვარდეს,

მინდა გვახსოვდეს...

მე უკვე ვიცი რა გზით, რა კუთხით, რომელი მოთხრობებით შევაყვარებ ჩემ მომავალ შვილს ნოდარის, ნოდარისთან ერთად კი კითხვას.

1
728
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
728
  
2020, 6 იანვარი, 2:29
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1