x
image
თეონა გორდეზიანი
საიდან მოდის გამოთქმა -"შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო"?

ძველად, საქართველოში არც ერთი ერთი ეკლესია არ შენდებოდა ისე, თუ უკან საქალებო არ ექნებოდა. საქალებო ეწოდებოდა ადგილს, სადაც მხოლოდ ქალები იდგნენ. წირვა-ლოცვის დროს წინ კაცები იდგენ, უკან საქალებოში კი მხოლოდ ქალები. რასაკვირველია, არავის მამაკაცთაგან ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ზურგი მიექცია ხატებისათვის და ქალებისათვის დაეწყო ცქერა.

image

ძველად თითქმის ყოველ დიდ ოჯახს ჰყავდა საკუთარი მღვდელი. წირვა-ლოცვა გაუწყვეტელი იყო და ადრე მღვდელს უფრო დიდ პატივს სცემდნენ, ვიდრე დღეს. მეფე და მტავრებიც შენდობას სთხოვდნენ მრვდელს და ხელზე ეამბორებოდნენ ხოლმე . მხოლოდ ბატონები არ ჰკოცნიდნენ ხელზე თავის საკუთარ მღვდლებს, რადგანაც სულ ერთად იყვნენ. ამიტომაც დარჩენილა ჩვენში ანდაზა: "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო"

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0