x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დასამალი არ არის, რომ...."- რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შემოდინებული დიდი რაოდენობის რუსების მიერ საქართველოს ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში მომსახურების სფეროების მთლინად ათვისების საგანგაშო ტენდენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არსებულ მდგომარეობას მიზანმიმართულს უწოდებს:


"დასამალი არ არის, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების ძირითადი “ტრენდი” ყალიბდება დედაქალაქის ცენტრში და ძირითად მეგაპოლისებში.


თუ ამ პრიზმაში შევხედავთ ჩვენს სინამდვილეს, დავინახავთ, რომ დღეს ამ მხრივ უკვე აშკარად დომინირებს რუსული ემიგრაცია. მათ მეთოდურად დაიკავეს თბილისის და ბათუმის ცენტრალურ რაიონებში მომსახურების სფერო…

ვინც იტყვის, რომ ეს შემთხვევით ხდება, ან ძალიან მიამიტია, ან დღევანდელი კვერცხის პრინციპით, რაღაც მოკლევადიან სარგებელს ანაცვალებს ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს.


P.S. ყველა ქვეყანაში არსებობს ამ ტიპის ნაციონალური ანკლავები. განსხვავება იმაშია, რომ ისინი ძირითადად მეგაპოლისების გარეუბნებში კომპაქტურად არის განთავსებული."- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.







0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
341