x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ მოხდა მსოფლიოს ყველაზე დიდი წყალბადის ბომბის აფეთქება და რა შედეგები მოჰყვა მას?
როცა ამერიკელებმა 1952 წლის პირველ ნოემბერს მსოფლიოში პირველი წყალბადის ბომბი გამოსცადეს, საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბული გახლდათ. ივი მაიკი (ასე შეარქვეს ამ ბომბს) იმგვარად აფეთქდა, რომ 10, 4 მეგატონა ტროტილის ექვივალენტი ენერგია მთლიანად ჰაერში გაიფრქვა.


მანამდე დაახლოებით ორი წლით ადრე, 1950 წლის პირველ იანვარს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს ექსტრემალურად საშიში ბომბი უნდა დაემზადებინათ, რაც საბჭოთა კავშირის პირველი ატომური ცდის საპირწონე უნდა გამხდარიყო. ივი მაიკი სწორედ ამ ბრძანების შედეგს წარმოადგენდა. მისი აფეთქებიდან რამდენიმე წამში 5000 მეტრის დიამეტრის მქონე სოკოსებური ღრუბელი წარმოიქმნა, რომელმაც ორიოდე წუთში 150 კილომეტის სიგანეს და 43 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.


ბომბი


წყნარი ოკეანის კუნძული ეუგელაბი, რომელიც ფილიპინებიდან 4000 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა, მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ყველაფერი, რაც მისგან 10 კილომეტრში იმყოფებოდა, წყლის გიგანტურმა ტალღამ შთანთქა.



მთლიანობაში 1948-1956 წლებში ამერიკელებმა წყნარ ოკეანეში სხვადასხვა ტიპის 44 ბომბი გამოსცადეს, რის შედეგადაც რეგიონი დღემდე მაღალი რადიოაქტიურობით გამოირჩევა. სწორედ ამ აფეთქებათა შედეგად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ისეთი ახალი ელემენტები, როგორებიცაა აინშტაინიუმი და ფერმიუმი.


თუმცა ივი მაიკი არაფერს წარმოადგენდა მომდევნო წყალბადის ბომბთან შედარებით, რომელსაც რუსებმა ვანია უწოდეს — დაუჯერებელია, მაგრამ ის 4000-ჯერ უფრო მძლავრი იყო ჰიროშიმაში აფეთქებულ ბომბთან შედარებით.


ვანიას ჰქონდა ასევე თავისი ტექნიკურ-საინჟინრო სახელწოდებაც: AN602. ის საბჭოთა სამხედროებმა 1961 წლის 30 ოქტომბერს, ჩრდილო პოლარული ზღვის არქიპელაგ ახალი მიწის ერთ-ერთ კუნძულზე ააფეთქეს. ეს იყო უდიდესი წყალბადის ბომბი, რაც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში აფეთქებულა.


ვანია მომავალში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა და ქართველთმოძულეობით ცნობილმა ანდრეი სახაროვმა დაამზადა. ამ ბომბის გამოცდას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: 7 წლის გოგონა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა.


ვანიას აფეთქების სიმძლავრე კოლოსალური იყო: 57 მეგატონა ტროტილის ექვივალენტი! ამგვარი ბომბი ტროტილისგან რომ დაამზადოთ, მას 400 მეტრის დიამეტრი ექნება.


ბომბი


სამჯერ დედამიწის ირგვლივ


ვანია პლანეტის ზედაპირიდან 4 კილომეტრის დაშორებით ააფეთქეს, მაგრამ მის მიერ წარმოქმნილი ცეცხლოვანი ბურთი იმდენად დიდი იყო, რომ მან დედამიწამდე მოაღწია. ატომური სოკო ზღვის დონიდან 64 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა. ხოლო დარტყმითმა ტალღამ, რაც აფეთქებამ წარმოქმნა, დედამიწას 3-ჯერ შემოუარა. ბომბმა გამოიწვია ასევე უდიდესი მიწისძვრა, რომელიც კი აქამდე ადამიანს ოდესმე გამოუწვევია.


დღეს საბედნიეროდ წყალბადის ბომბების გამოცდა საერთაშორისო შეთანხმებით არის აკრძალული. არანაირი აზრი მათ გამოყენებას არ აქვს: კაცმა არ იცის, ქარი და წვიმა საით წაიღებს რადიაციას. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოსტრონციუმი სტრატოსფეროში ადის და იქიდან 57 წლის მანძილზე წამლავს მთელი პლანეტის მოსახლეობას.

4
284
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
284
  
2023, 26 ივლისი, 23:00
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
2023, 15 ივლისი, 23:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 ივლისი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4