მსოფლიო "დონალდ ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ საკუთარ ქალიშვილთან სექსი ექნებოდა" 2023, 29 ივნისი, 10:46 ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთხელ პირდაპირ ეთერში ღიად განაცხადა, რომ საკუთარ ქალიშვილთან, ივანკასთან სექსი ექნებოდა, ის რომ მისი ქალიშვილი არ ყოფილიყო.
ყველასათვის ცნობილია, რომ ტრამპის სექსიზმი და ქალების მიმართ სიძულვილი ყოველთვის ყველანაირ ზღვარს სცდებოდა და დღემდე სცდება. მაგრამ როგორც გამოცემა “ნიუსვიქი” აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის ოფისში სექსიზმი და მიზოგინია თურმე იმაზე ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე აქამდე ვინმეს ამის წარმოდგენა შეეძლო. ტრამპი თვით საკუთარ ქალიშვილსაც კი არ ინდობდა და მისი სხეულის სხვადასხვა ინტიმური ნაწილების შესახებ ხშირად საუბრობდა. გაზეთის ინფორმაციით, ამჟამად ტრამპის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, მაილს ტეილორი წიგნს წერს, სადაც ხაზგასმულია, თუ როგორ საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი თავისი ქალიშვილის უკანალსა და მკერდზე და იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა, მასთან სექსი რომ ჰქონოდა. ტეილორი იყო შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს შტაბის უფროსი ტრამპის პრეზიდენტობის დროს. ის თავის სკანდალურ წიგნში ბევრ სხვა ფაქტთან ერთად აღწერს იმასაც, თუ როგორ სურდა ტრამპს თეთრი სახლის იმჟამინდელი სპიკერის, სარა სანდერსის ხილვა “სადმე, თავისი ოფისის მიღმა.” “ძალიან, ძალიან ბოროტი კაცი” ტეილორი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ტრამპმა კერძო საუბარში განაცხადა, თუ რა კარგი იქნებოდა, რომ საკუთარ ქალიშვილთან ჰქონოდა სექსი. მას მაშინ შინაგანი უსაფრთხოების მინისტრმა, ჯონ კელიმ შეახსენა, რომ საქმე მის ღვიძლ ქალიშვილს ეხებოდა. ამის შემდეგ ჯონ კელის ძალიან დიდი ანტიპათია გაუჩნდა ტრამპის მიმართ და ტეილორთან საუბრისას თქვა, რომ ის “ძალიან, ძალიან ბოროტი კაცი” იყო. ბრიტანული გაზეთი Independent-ის ინფორმაციით, ტრამპს საკუთარი ქალიშვილის შესახებ არაორაზროვანი განცხადებები წინათაც აქვს გაკეთებული. მაშინ, როცა იმ დროისთვის წარმატებული ბიზნესმენი 16 წლის ივანკას ადევნებდა თვალს, როცა ეს უკანასკნელი კონკურს “მის თინეიჯერი ამერიკა 1997”-ის მოდერატორი გახლდათ, ტრამპი იმჟამინდელ “მის სამყაროს” მიუბრუნდა და მსგავსი რაღაც უთხრა: “ხედავთ, ჩემი გოგონა როგორ ცხლად გამოიყურება? არ ფიქრობთ, რომ ჩემი გოგონა ცხელია? ის ცხელია, არა?” გაზეთის ინფორმაციით, ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ სრულიად ნორმალური იყო, ივანკას “უკანალის ნაჭერს” თუ უწოდებდა. ეს ყველაფერი რომ შესაძლოა რეალობას წარმოადგენდეს, ამაზე ისიც მიუთითებს, თუ როგორ ინატრა ღიად კამერების წინ ტრამპმა საკუთარ ქალიშვილთან სექსი. არადა, ტრამპი წლების მანძილზე მიჩნეული იყო და არის ქართველი ფსევდოკონსერვატორების ერთ-ერთ მთავარ კუმირად. მას სხვადასხვა დროს აქებდნენ და დღემდე აქებენ შალვა რამიშვილი, ზაზა შათირიშვილი და სხვა პრორუსი და პროსახელისუფლებო პროპაგანდისტები თუ პოლიტიკოსები. საინტერესოა, ისინი რას იტყოდნენ ამ ყოველივეს თაობაზე? 1288 1-ს მოსწონს 1-ს არა
|