x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ვფიცავ დედაჩემის სულს, რომ...“ - მიშო სულუხია საზოგადოებას მიმართავს
image


"ვფიცავ დედაჩემის სულს, რომ არ მაქვს ნანახი არცერთი პოსტი სოსო პავლიაშვილის მიერ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომლის გვერდით დგომამაც ჩემი ხალხის გულისტკენა და ბრაზი გამოიწვია' - ამის შესახებ მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმითვე, ვერცერთი ხელოვანი ან მომღერალი ვერ დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ვერ შეუშლის ხელს მის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ისე, როგორც ეს ბოროტებითა და აგრესიით აღსავსე ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ.


"ვფიცავ დედაჩემის სულს, რომ არ მაქვს ნანახი არცერთი პოსტი სოსო პავლიაშვილის მიერ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომლის გვერდით დგომამაც ჩემი ხალხის გულისტკენა და ბრაზი გამოიწვია. მე წლებია არ ვეცნობი არც მის და არც სხვა რუსული შოუბიზნესის წევრების სიახლეებს, რადგან არასდროს დავინტერესებულვარ ამით. ამ არცოდნას არც ვინმეს ვაბრალებ და არც თავს ავარიდებ იმ გულისტკივილზე პასუხისმგებლობას, რამაც ჩემმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტმა გამოიწყვია საზოგადოებაში. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც მიწერენ, რომ ჩემს ასეთ ქმედებას არ ელოდნენ, რადგან სწორედ ახლა დამაფიქრა ასე სიღრმისეულად ამ ფაქტმა. შეგიძლიათ ამ ქმედებას ისეთი კონოტაცია მისცეთ, როგორსაც თქვენი ხედვა გიკარნახებთ, თუმცა მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ ყოფილა ჩემი კომერციული ან გეგმიური ვიზიტი მოსკოვში. მე ჩავედი ჩემი მეგობრის, ნიაკოს, დაბადების დღეზე, როგორც რიგითი სტუმარი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მიკროფონით ხელში აღმოვჩნდი სცენაზე, სადაც სხვა მომღერლებიც იყვნენ. მე ქართველი ვარ და გამაჩნია ჩემი მტკიცე პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ და ეს ჩემმა ყველა გარშემომყოფმა ადამიანმა იცის. მათ შორის იმ „მეგობრებმაც“, რომლებმაც ამ ქარცეცხლის გამო ვერ გარისკეს ჩემი დაცვა და მე მათ არც ვამტყუებ. უბრალოდ გავიხსენებ ჩემს ანტირუსულ პოსტებსა და მოქმედებებს, რამაც ჩემი ნახევრად რუს იეროვნების დასთან ურთიერთობის წყვეტაც კი გამოიწვია. სწორედ ამ პაუზის შემდეგ მოხდა პირველად ჩვენი შეხვედრა 22 ივნისს მოსკოვში. გავიხსენებ იმ ღამეებს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს მაქვს განცდილი და განათენები, თუმცა ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ საკუთარი პოზიცია დავიცვა.




მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, რომ ვერცერთი ხელოვანი ან მომღერალი ვერ დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ვერ შეუშლის ხელს მის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ისე, როგორც ეს ბოროტებითა და აგრესიით აღსავსე ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ. მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიძულვილი, აგრესია და სტრატეგიული ბოროტების განცდა არ აქვთ და ისე აფასებენ მოვლენებს. ჩემი სხვა კოლეგების მიმართებაშიც არ მიმაჩნია სწორედ, რომ სიტყვითა და ქმედებით ეწეოდე სხვა ადამიანის დათრგუნვას და სიკვდილის პირას მიყვანას და ამას სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს უწოდებდე. ამ დროს უმჯობესია გავიხსენოთ საქართველოდან გაქცეულ თუ გადასახლებულ ხელოვანთა უკიდეგანო სია, რომელზეც ქართული კულტურის უდიდესი ნაწილი დგას, ხოლო მათ სიცოცხლე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაასრულეს...

.

მე ქართველი ვარ და მთელი ჩემი არსი და შემოქმედება წარსულშიც და მომავალშიც მსურს მივუძღვნა ჩემი ქვეყნის განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. და ჩემი ქმედების ქვეყნის მოღალატედ კლასიფიკაცია ჩემთვის აუცილებლად იქნება უდიდესი ტკივილი, რაც ყველანაირი შემოქმედების უნარს გამომართმევს. ყველას მადლობა, ვინც ჩემი გულისხმევა გაიგეთ", - განაცხადა სულუხია.

.





* * *

მეგი გოგიტიძეს ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს, თუმცა რუსეთშია და ჯილდო დედას გადასცეს


image


აჭარელ ცნობილ მომღერალს მეგი გოგიტიძეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი 25 ავრცელებს. მათი ცნობით, მერიამ წოდება მიანიჭა, თუმცა დაჯილდოებაზე დასწრება მომღერალმა ვერ შეძლო, რადგანაც ამჟამად სამუშაო გასტროლით ის სწორედ რუსეთში იმყოფება და ჯილდოს ვერ ჩაიბარებდა. ტელეკომპანიისვე ცნობით, ქობულეთის მერიამ საპატიო მოქალაქის ჯილდო მეგის დედას საზეიმო ღონისძიებაზე გადასცა..


ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ ჟურნალისტებთან მეგი გოგიტიძის დაჯილდოების შესახებ კომენტარს, ან განმარტებას არ აკეთებს, ამდენად უცნობია, რის საფუძველზე მოხდა მისი დაჯილდოება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომღერალი ამ მუნიციპალიტეტში დაიბადა და გაიზარდა.


მომღერლის ოფიციალური გვერდი ფეისბუქში, რომელიც სხვათაშორის რუსული შრიფტით აქვს შექმნილი, მაისში მიმდინარე საკონცერტო ტურის შესახებ ანონსებს არ შეიცავს. იქ გამოქვეყნებულია ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილს მეგი გოგიტიძემ რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართა კონცერტი. მოსკობში გამართული მისი სოლო კონცერტი კი ამავე წლის 10 მარტს შედგა და ეს ჩანაწერიც მის გვერდზეა გამოქვეყნებული. 5–7 მარტს კი ის ვლადიკავკაზში მღეროდა. მანამდე 4 მარტს მეგი გოგიტიძის სოლო კონცერტი დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში შედგა. 2 მარტს კი პიტიგორსკში. 1 მარტს გოგიტიძემ იმღერა ქალაქ სტავროპოლში. 28 თებერვალს კრასნოდარში; 27 თებერვალს როსტოვში. 14 თებერვალს – ერევანში.


ზოგადად, მეგი გოგიტიძე საქართველოში ატეხილი პროტესტის და უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად რუსეთში კონცერტებს ხშირად მართავს. ის რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალქაქში საკონცერტო შოუებს ყოველწლიურად და წელიწადში რამდენჯერმე აწყობს.

.

ჰგასული წლის ზაფხულში მისი რუსული ვოიაჟების გამო საქართველოს ერთერთმა კლუბმა მეგი გოგიტიძის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამას მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამას არასოდეს დაივიწყებს.

.

„აი ქარი რომ ჩადგება... ჩემს გაუქმებულ კონცერტს არასდროს დავივიწყებ საქართველოში... ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ...“, - წერდა მომღერალი.

/

2022 წლის 6 აგვისტოს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტის გამო ქართველი ერი მაშინაც აღშფოთდა. მომღერლის გადაწყვეტილების გამო, ბათუმში, კლუბმა “Sector 26-მა" 24 ივლისს მათთან დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი, რომელზეც ბილეთები უკვე გაყიდული იყო გააუქმა.

5
46
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
46
  
2023, 28 ივნისი, 6:53
ამათ კი,იმღერონ იქ სადაც უნდათ,ასემც უქნიათ გარჭობიან ერთ ადგილას ვისაც უნდათ,რა ჩვენი საქმეა. ჩვენი საქმე ის არის,რომ "ტუპიკში" თავი მეორედ არ შევყოთ და ჩვენ საქმეს მივხედოთ.
2023, 28 ივნისი, 6:50
სწორია პუტინი,როცა ის ამბობს რო ებრძვის ნეოფაშიტებს უკრაინაში და ებრძოდა საქართველოში.რა თქმა უნდა ეს საბაბია,თუმცა აქვს არსებობის უფლება. ეს ხალხი,საქართველოშიც და უკრაინაშიც არის არის კრემლის მთავარი დასაყრდენი და მათი ქმდებით ხელს უწყობენ პუტინის ტერორს. ასევე,სწორია ვოვა,როცა ამბობს,რუსეთი უკრაინაში ებრძვის ნატოს და არა უკრაინას,რამეთუ ბევრი კერძო კონტრაქტორი არის ჩასული სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამერიკელები თვითონ ამბობენ,რომ 40000 კერძო პირი არის ჩასული უკრაინაში,იქ ქართველებიც არიან და ბევრი იქნება კიდევ. ე.ი. რა გამოდის,ამერიკა და ნატოს ქვეყნები აძლევენ ფულს უკრაინას,აძლევენ იარაღს და ამარაგებენ ცოცხალი ძალით,ხოდა სად არის უკრაინა აქ? ერთი რაც არის იქ უკრაინის,არის მიწა და დანგრეული ქალაქები. აგერ გუშინ,უ21 თამაშზე 24 სრულწლოვანი და ჯამრთელი ბიჭი დარბოდა,იქეთ ყველა ასაკობრივი ნაკრები,თავისი გულშემატკივრით და საინტერესოა,ვინ იბრძვის იქ? აფხაზეთის ომში,მსახიობიან ფეხბურთელიანად ყველა მიდიოდა და იბრძოდნენ,ლევან აბაშიძე იქ წავიდა და დაიღუპა,ჩვენც რო გყოლოდა კონტრატორები,რატომ წავიდოდა? ის იყო,რუსეთ საქართველოს დაპირისპირება და ომი,ხოლო ეს რა არის უკრაინაში? თუმცა კონტრატორს ფული უნდა გადაუხადო,რაც იოლი საშოვნელი არ არის,ხოდა ჩვენ არ გვქონდა,უკრაინად აქვს,რადგან ნატო და ამერიკა აფინანსებს. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხიდან ფულს,ხოლო ამ ფულის ნაწილს უბრუნებენ უკრაინაში ბრძოლის გამო ხალხს. ხოდა გოგიტიძე და ბუზალაძეა პრობლემა,ადგნენ ეს უკრაინელები და იბრძოლონ,მათი მიწისთვის სხვა რატომ იბრძვის თუ ეს არის მათი ქვეყნის ომი. ომის პირველივე კვირაში,ნაქები ზელენსკი დანებებას აპირებდა,თუმცა მერე ფული მიიღო და გაფხორა ინდაურივით. რუსეთისთვის ეს უკრაინა ერთი კვირის ამბავი იყო. თავის მოტყუბა არის ის,რომ რუსებს არაფერი შეიძლიათ,ამიტომ არის საფრთხილო ქართველი ნეოფაშტსების გამოხტომები.
2023, 28 ივნისი, 6:38
მნიშვნელი არ აქვს,ქათამაძე იქნება თუ მეჯღანუაშვილი,ყველა ადამიანი არჩევანში თავისუფალია და თვითონ წყვეტს,რა ან როგორ გააკეთოს. სწორედ ეს არის ნეოფაშიზმი,რასაც ამ ხალხის მისამართით ავლენენ და ეს უნდა დასრულდეს. იყო ასეთი შემთხვევა,როცა უკაინელმა მალინოვსკიმ ხელი ჩამოართვა რუს გოლივინს საფრანგეთი ლიგა ერთში,მთელმა უკრაინამ გააკრიტიკა ეს ბიჭი და მერე ბოდიში მოახდევინეს.არადა მოწინაღმდეგეს ხელი ჩამოართვა,რაც ტრადიცია და ფეხბურთის ნიშა. კიდევ ერთი მაგალითი,ხელის არ ჩამორთმევის გამო,ინგლისის პრემიერლიგამ დასაჯა სუარესი და ესეც ამის დასტურია,ეს საქციელი მიჩნეულია როგორც არაჯელტმენური,თუმცა ნეოფაშისტებისთვის ეს დაბრკოლება არ არის მაინც.
მითUმეტეს ქათამაძე კონცერტებს ომის შემდეგ მართავდა
2023, 27 ივნისი, 19:54
და მერე მაგით რა? ჩამოვართვათ მოქალაქეობა და გავაძევოთ ქვეყნიდან? არა,უფრო მაგარს გეტყვით,სახალხოთ გავაშიშვლოთ და გავატყაოთ,ეს უფრო მისაღები იქნება.აბა,პატარა ამბავი ხო არაა,რუსეთში წასვლა და იქ სიმღერა,ეს არის უპატიებელი ცოდვაა. ვაი თქვენს პატრონს უბედურს
0 1 5