სხვა 3 სცენარი, თუ როგორი იქნება საქართველო 2045 წელს 2023, 26 ივნისი, 23:22 ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში დგება მომენტი, როცა ის გზაგასაყარზე დგას და თითოეულ მის ნაბიჯს მრავალი მომავალი თაობის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენ დღეს სწორედ ასეთ გზაგასაყარზე ვიმყოფებით. უკრაინის ომის და საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსეთი ძალიან არის დასუსტებული. თუ ჩვენ მის სისუსტეს იმისათვის გამოვიყენებთ, რომ ნატოსა და ევროკავშირში შევიდეთ, ეს იქნება ყველაზე გონივრული და სწორი გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ჩვენმა ერმა ფიზიკურად შეწყვიტოს კიდეც არსებობა.
სხვა ქვეყნების მონაცემების გაანალიზების შედეგად მე 3 სცენარი შევიმუშავე იმის თაობაზე, თუ რანაირი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყანა 2045 წელს. სამივე სცენარი რეალისტურია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი გზით განვითარდება მოვლენები: 1. სცენარი: საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა ეს ყველაზე საუკეთესო და სასურველი სცენარია. თუ ჩვენ მოვახერხებთ და 2029 წელს ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო გავხდებით, 2045 წელს ჩვენ გვექნება თანამედროვე კვიპროსის ან ახალი ზელანდიის დონის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე გაანგარიშებით 55, 000 დოლარის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში მკვეთრად გავუსწრებთ ჩვენს ყველა მეზობელს რუსეთის ჩათვლით. მილენიალებს, რომლებიც ამ პერიოდში შესაბამის ასაკს მიაღწევენ, პენსია 600-დან 1050 დოლარამდე ექნებათ. 2. სცენარი: გაურკვეველი საგარეო ორიენტაციის ქვეყანა ამ სცენარის მიხედვით საქართველო არ არის არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი. მისი საგარეო ორიენტაცია და პერსპექტივები გაურკვეველია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თანამედროვე პანამის დონის ქვეყანა გავხდებით, სადაც მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 40 ათასი დოლარია. ასეთ შემთხვევაში ამ პერიოდისთვის თქვენი მინიმალური ასაკობრივი პენსია 350-400 დოლარის ფარგლებში იქნება. 3. სცენარი: რუსეთის ოფიციალური სატელიტი ეს ყველაზე უარესი და დრამატული სცენარია. ასეთ ვითარებაში საქართველო აუცილებლად გახდება საერთაშორისო სანქციების სამიზნე. ეკონომიკა მსგავს პირობებში ალბათ მაინც გაიზრდება, თუმცა გაიზრდება უაღრესად ნელი ტემპებით. ამგვარად ჩვენ 2045 წლისთვის თანამედროვე რუსეთის დონის ქვეყანა გავხდებით, სადაც მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით დაახლ. 35, 000 დოლარია. თუ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა, მინიმალური პენსია აქ 300-350 დოლარის ფარგლებში იქნება. როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნე, ყველაფერი თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული — ჩვენს მცდელობებზე, ბრძოლასა და შრომაზე. თუ ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ, ყველაფერი გამოვა. ხოლო თუ სიმხდალე და სიზარმაცე დაგვძლევს, ჩვენ არ გვექნება არანაირი მომავალი. 445 2-ს მოსწონს 1-ს არა |
ჩისტო სერდეჩნოე პრიზნანიე ობლეგჩიტ ტვაიუ დუშუ, რუსეთის აგენტო ამბარცუმაშვილო ჩაბარდი ხელისუფლებას ცოტას მოგისჯიან, შენ თვითონ თუ მოხვალ აღიარებით. თუ ჩვენ მოგადექით დიდხანს მოგიწევს ხეხვა
ვისაც ვიცნობ, დამიჯერე მე ძალიან ბევრს ვიცნობ არავის არ უყენია რუსული შრიფტი. და ნუ აბრალებ საქართველოს80% რუსული შრიფტის გამოყენებას.
რუსეთის აგენტო შენი დედას შევეცცი პირში.
ვისაც ვიცნობ, დამიჯერე მე ძალიან ბევრს ვიცნობ არავის არ უყენია რუსული შრიფტი. და ნუ აბრალებ საქართველოს80% რუსული შრიფტის გამოყენებას.