სხვა რომელია ის ხუთი ქვეყანა, სადაც პენსიონერებს ყველაზე უზრუნველი სიბერე აქვთ? 2023, 30 იანვარი, 16:59 ხანდაზმული ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ყველა ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. საქართველოში 2023 წლის პირველი იანვრიდან მინიმალური პენსია 295 ლარი გახდა, თუმცა ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად ეს თანხა საკმარისი არ არის.
რა რაოდენობის პენსიას იღებენ ხანდაზმული ადამიანები განვითარებულ ქვეყნებში? რომელია მსოფლიოს ის ხუთი ქვეყანა, სადაც პენსიონერებს ყველაზე უზრუნველი სიბერე აქვთ? ამ ყოველივეს ქვემოთ შეიტყობთ: ლუქსემბურგი ლუქსემბურგში მინიმალური ასაკობრივი პენსია 2035 ევროა, რაც ჩვენს ფულზე 5860 ლარს აჭარბებს. მსგავსი კოლოსალური პენსია აქვს ლუქსემბურგის ნებისმიერ მოქალაქეს 65 წლის ასაკიდან. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საშუალო პენსია ლუქსემბურგში კიდევ უფრო მაღალია. მოსახლეობის 25 %-ზე მეტი ამ დასავლეთევროპულ ქვეყანაში თვეში 4766 ევროზე მეტს იღებს, რაც ჩვენს ფულზე 13, 500 ლარს აჭარბებს. ნორვეგია ნორვეგიაში მინიმალური ასაკობრივი პენსია 19 ათას კრონზე მეტია, რაც 5052 ლარს აჭარბებს. ეს ლამის 17-ჯერ მეტია ქართულ მინიმალურ პენსიასთან შედარებით. დამეთანხმებით, რომ ნორვეგიელ პენსიონერებს საზრუნავით დიდად გადატვირთული სიბერე ალბათ არ უნდა ჰქონდეთ. რომელ ქვეყნებში იმოგზაურონ და რომელი საკრუიზე ლაინერი უფრო კომფორტულია, ალბათ ყველაზე ხშირად ამაზე კამათობენ. ნიდერლანდები ნიდერლანდებში ყველაზე მცირე ასაკობრივი პენსია მინიმალური ხელფასის 70 %-ს შეადგენს, ხოლო რადგან მინიმალური ხელფასი აქ თვეში 1934 ევროა, შესაბამისად მინიმალური პენსიაც 1353, 8 ევროა, რაც დაახლოებით 3896 ლარს უტოლდება. გერმანია გერმანია ძალიან განვითარებული სოციალური სახელმწიფოა, სადაც მინიმალური პენსია 1317 ევროს შეადგენს, რაც 3792 ლარს უტოლდება, რაც თითქმის 13-ჯერ აჭარბებს მინიმალური პენსიის ოდენობას საქართველოში. ავსტრია ავსტრიაში მინიმალური პენსია მარტოხელა ადამიანებისთვის მართალია 1110, 26 ევროა, მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ ქორწინებაში ან რეგისტრირებულ სამოქალაქო პარტნიორობაში ვინმესთან ერთად, მაშინ თქვენ 1751, 56 ევროს მიიღებთ, რაც 5000 ლარს აჭარბებს. ამიტომ ავსტრიელები მუდმივად ცდილობენ, დაქორწინდნენ ან რეგისტრირებული პარტნიორი ჰყავდეთ, რათა ხანდაზმულ ასაკში მაღალი პენსია აიღონ. როგორც ხედავთ, მსოფლიოში ყველაზე უზრუნველი სიბერე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ პენსიონერებს აქვთ. მაგრამ როგორია მათთან შედარებით პენსია რუსეთში, რომელმაც უკრაინასთან იქაური მოსახლეობის “სიბრალულის” მოტივით ომი გააჩაღა, რადგან უკრაინელები რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პროპაგანდის თანახმად “მეტისმეტად ცუდად ცხოვრობდნენ?” 6242 რუბლი - ასეთია მინიმალური პენსია რუსეთში, რაც ჩვენს ფულზე მიმდინარე კურსით სულ რაღაც 234 ლარი და 76 თეთრია, რაც 60 ლარით და 24 თეთრით ნაკლებია ქართულ მინიმალურ პენსიასთან შედარებით. მაგრამ ამის მიუხედავად რუსი პენსიონერები მაინც დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოში ყველაზე უკეთ ცხოვრობენ და ყველაზე უზრუნველი სიბერე აქვთ… 783 1-ს არ მოსწონს
|