x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამერიკაში მოჭრილი უკანასკნელი ოქროს ფულის გასაოცარი ისტორია და მისი ზღაპრული ფასის საიდუმლო

ეს მონეტა, რომლის ოფიციალური სახელწოდება Double Eagle 1933-ია, ჯერ კიდევ 2002 წელს 7, 59 მილიონ დოლარად გაიყიდა, რადგან დედამიწაზე მისი სერიის სხვა ეგზემპლარი უბრალოდ არ არსებობდა და არც ახლა არსებობს.


მართალია, 1933 წელს ამ სერიის 445, 000 ეგზემპლარი მოჭრეს, თუმცა მიმოქცევაში ჩაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის მთავრობამ გადახდის საშუალებად ოქროს მონეტების გამოყენებაზე უარი თქვა. ამიტომ ყველა ეს მონეტა გადაადნეს. მხოლოდ 2 ეგზემპლარი დაუტოვეს ეროვნულ ნუმიზმატურ კოლექციას.


თუმცა… 20 მონეტა გადადნობამდე მაინც გაქრა: ისინი თავად ზარაფხანის თანამშრომლებმა მოიპარეს!


როცა ეს ფაქტი ცნობილი გახდა, საიდუმლო სამსახურმა 19 მონეტის ამოღება მოახერხა. მხოლოდ ერთმა მონეტამ გააღწია საზღვარგარეთ და ეგვიპტის მეფე ფარუკის კოლექციაში დაიდო ბინა.



მიუხედავად ამერიკასა და ეგვიპტეს შორის მონეტის ირგვლივ წარმოქმნილი დიპლომატიური დაძაბულობისა, ოქროს ფულის უკან, ამერიკაში დაბრუნება მაინც ვერ მოხერხდა, ხოლო 1952 წელს, როცა მეფე ფარუკი დაამხეს, ეს მონეტა უბრალოდ გაქრა. მხოლოდ 1996 წელს ამოტივტივდა ის მონეტების ერთ-ერთ ბრიტანელ ვაჭართან, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა იმის დადგენა, ეს სწორედ ის მონეტა იყო, რომელიც მეფე ფარუკს ჰქონდა კოლექციაში თუ სხვა, რომელიც ამერიკის საიდუმლო სამსახურმა ვერ იპოვა.


სასამართლო დადგენილების თანახმად მონეტის მფლობელად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო გამოცხადდა, რის შემდეგად ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში გადაიტანეს.


11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებამდე ცოტა ხნით ადრე მონეტას ფორტ კნოქსში მიუჩინეს ბინა და 2002 წელს 6, 6 მილიონი დოლარი ფასი დაადეს. ამას დაემატა აუქციონის მოსაკრებელი — მონეტის ღირებულების 15 % და კიდევ 20 დოლარი — ოქროს ფულის ნომინალური ღირებულება (ეს მონეტა ხომ 20-დოლარიანი გახლდათ). სწორედ ამიტომ მისი ფასი 7, 590, 020 დოლარით განისაზღვრა.


2021 წელს Double Eagle “სოთბის” აუქციონზე ხელახლა გაიტანეს და ამჯერად სრულიად დაუჯერებელ ფასად, 18, 9 მილიონ დოლარად გაყიდეს. მისმა ახალმა მფლობელმა კი ანონიმურად ამჯობინა დარჩენა.


ამჟამად მსოფლიოს უკანასკნელ ოქროს მონეტას, რომელიც შეერთებულ შტატებში ოფიციალურ მიმოქცევაში იქნა ჩაშვებული, ფლობს კერძო პირი, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის.


დღეს Double Eagle-ს თვეში საშუალოდ 50, 000 დოლარი ემატება და მისი ფასი წლიურად 600 ათასი დოლარით იზრდება. ამიტომ მისი ღირებულება უკვე ასცდა 20 მილიონ დოლარს. ის მსოფლიოს ყველა ნუმიზმატის და ინვესტორის ოცნებას წარმოადგენს, თუმცა უშედეგოდ: კაცმა რომ თქვას, აბა ვინ გაყიდის ოქროს ფულს, რომელიც თვეში 50, 000-დოლარიან “ხელფასს” იღებს მხოლოდ იმაში, რომ უბრალოდ სადღაც დევს?


არწივი

3
356
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
356
  
2023, 11 ივლისი, 22:51
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3