x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ გაუმჯობესდა იმ ქვეყნების კეთილდღეობა, რომლებიც ევროკავშირში მიიღეს?
საქართველოში არსებული რუსული პროპაგანდა, რომელსაც ხელისუფლება აშკარად თუ ფარულად აქტიურად უწყობს ხელს, გამუდმებით ცდილობს იმ აზრის დანერგვას, რომ ევროკავშირი წარუმატებელი პროექტია და ის საბჭოთა კავშირის მსგავსად მალე დაიშლება.


მსგავს მტკიცებას არანაირი ფაქტობრივი მასალები არ უმაგრებს ზურგს. პირიქით, ევროკავშირი არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ერთმა ქვეყანამ — დიდმა ბრიტანეთმა დატოვა, თუმცა იქაც კი გამოკითხვების მიხედვით ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების მსურველთა რიცხვი უკვე 61 %-ს აჭარბებს და აქტიურად საუბრობენ ხელახალ რეფერენდუმსა და ინტეგრაციის პროცესის თავიდან დაწყებაზე.


მაგრამ მოდით, ვნახოთ, თუ როგორ შეცვალა ევროკავშირმა იმ ქვეყნების ცხოვრების დონე, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ შეუერთდნენ მას:


1. რუმინეთი



რუმინეთი ევროკავშირს 2007 წლის პირველ იანვარს შეუერთდა. ამ პერიოდისთვის მისი მთლიანი შიდა პროდუქტი (PPP) ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წლიურ 14, 720 დოლარს აღწევდა. ამ მაჩვენებლით მას უსწრებდნენ ევროკავშირის არაწევრი რუსეთი (18, 130 დოლარი), თურქეთი (15, 770 დოლარი) და ირანი (15, 880 დოლარი). რუმინეთი თავისი არსებობის მანძილზე (სანამ ევროკავშირში შევიდოდა), არასოდეს ყოფილა ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებზე უფრო მდიდარი. ის ამ სამ, ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას ყოველთვის ან ჩამორჩებოდა ეკონომიკური განვითარების დონით, ან კიდევ იდგა მათთან დაახლოებით თანაბარ საფეხურზე.


თუმცა 2007 წლის პირველი იანვრიდან, როცა რუმინეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა. დღეს რუმინეთი სამივე ქვეყანას მკვეთრად უსწრებს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით ამჟამად რუმინეთში 41, 630 დოლარზე მეტია, როცა ირანში ანალოგიური მაჩვენებელი სულ რაღაც 19, 550 დოლარს შეადგენს, რუსეთში 34, 840 დოლარს, ხოლო თურქეთში — 41, 410 დოლარს.


2. ხორვატია


ბალკანეთის ეს პატარა სახელმწიფო ევროკავშირში 2013 წლის პირველ ივლისს მიიღეს. 2012 წელს ის რუსეთს ჩამორჩებოდა სიმდიდრით. მაშინ, როცა მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით რუსეთში 24, 280 დოლარი იყო, ხორვატიაში ეს მაჩვენებელი 21, 460 დოლარს აღწევდა.


დღეს მდგომარეობა კარდინალურად არის შეცვლილი. ხორვატიაში მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით უკვე 42, 530 დოლარია, როცა რუსეთში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 34, 840 დოლარი გახლავთ.


3. ლიეტუვა


ლიეტუვა 2004 წლის პირველ მაისს გახდა ევროკავშირის წევრი. მანამდე ის ეკონომიკური განვითარების დონით რუსეთს ისევე ჩამორჩებოდა, როგორც ხორვატია და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანებამდე. 2003 წელს ლიეტუვის მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 13, 230 დოლარი იყო, როცა რუსეთში ეს რიცხვი 13, 330 დოლარს აღწევდა. ლიეტუვა ჩამორჩებოდა ირანსაც, სადაც მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 13, 480 დოლარი გახლდათ.


დღეს სრულიად საპირისპირო ვითარებასთან გვაქვს საქმე: ლიეტუვაში მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 49, 270 დოლარია, რაც მთელი 14, 430 დოლარით უსწრებს რუსეთის მშპ-ს ერთ სულზე გაანგარიშებით. ირანზე ხომ საერთოდ საუბარიც კი აღარ არის. ლიეტუვა აღნიშნულ ქვეყანას უკვე 2, 5-ჯერ უსწრებს.


პარალელი შეგვიძლია არგენტინასთანაც გავავლოთ: 2003 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით არგენტინაში 11, 100 დოლარი იყო, რაც დაახლოებით იმდენივე გახლდათ, რაც ლიეტუვას იმჟამად ჰქონდა. დღეს კი, ანუ სულ რაღაც 19-20 წელიწადში, ლიეტუვა თითქმის ორჯერ უფრო მდიდარი ქვეყანაა, ვიდრე არგენტინა.


ამრიგად, არანაირ ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი არის სრულიად უნიკალური და ფანტასტიკური მექანიზმი ნებისმიერი წევრი ქვეყნის სიმდიდრის და მატერიალური კეთილდღეობის ძალიან სწრაფად გასაზრდელად. დღეს ამ უნიკალური და ფანტასტიკური პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების კარი საქართველოსთვის ბოლომდე ღიაა. და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შევალთ მასში თუ არა.


ევრო

3
139
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
139
  
2023, 26 ივნისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 ივნისი, 17:17
ჰი კდევ მანდ Lიეტუვაში თუ იქვე პრეზიდენტი პიდორასთი ყავთ, ერთსქესიანტა ქორწიმებაც დააკანონეს რაც
მანდაურების მოშენებას ხელს შეუწყობს, კაცების გაჩენილი ბავშები სულ სხვაა. სესაბამისად მშპ კიდევ უფრო გაეზრდებათ.
2023, 26 ივნისი, 17:10
პარალელი შეგვიძლია არგენტინასთანაც გავავლოთ: 2003 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით არგენტინაში 11, 100 დოლარი იყო, რაც დაახლოებით იმდენივე გახლდათ, რაც ლიეტუვას იმჟამად ჰქონდა. დღეს კი, ანუ სულ რაღაც 19-20 წელიწადში, ლიეტუვა თითქმის ორჯერ უფრო მდიდარი ქვეყანაა, ვიდრე არგენტინა.



ლიეტუვასი მოსახლეობა აღარ დარჩა და იმიტოა ეგშედეგი შე რეგვენო
0 1 3