x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
გი დე მოპასანის ტრაგედია- მწერალი, რომელმაც საკუთარი გენიოსობისთვის სიცოცხლით გადაიხადა

გი დე მოპასანი ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მწერალია. მისი წერის სტილი მსუბუქი და მოხდენილი იყო, მაგრამ ცხოვრება სავსე ჰქონდა განსაცდელებით. მშობლების ადრეული განქორწინება, ბრძოლა განუკურნებელ დაავადებასთან, ეროვნული პოპულარობა, სასიყვარულო ისტორიების კალეიდოსკოპი და ... სიკვდილი ცივ საწოლში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.image
გი დე მოპასანის ცხოვრების ისტორია გაუთავებელ დუელს ჰგავს, რომელში გამარჯვებაც შეუძლებელი იყო. როდესაც ბიჭი 11 წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ. ბიჭი დედასთან დარჩა, თუმცა ოჯახის დანგრევამ ძალიან გააღიზიანა და პირობა დადო, რომ არასოდეს დაქორწინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მწერალს ბევრი ქალი ჰყავდა, ოჯახი არასოდეს შექმნია.image

მოპასანი მთელი ცხოვრება სიფილისით იტანჯებოდა. სრული გამოჯანმრთელების იმედი არსეებობდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად დაადგინა: თანდათანობით დაავადებამ პროგრესირება დაიწყო, მწერალს გონება დაებინდა, მძიმე ფსიქიკურმა აშლილობამ მისი სიკვდილი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გამოიწვია. დიდი ფრანგი გარდაიცვალა 42 წლის ასაკში, განათლებული და ინტელექტუალური ადამიანი გადაიქცა ნებისყოფის სუსტ არსებად, გრძნობებისა და მოგონებების გარეშე.image
თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მოპასანმა დაწერა დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშები, დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. გუსტავ ფლობერი მისი მასწავლებელი იყო, ოსტატი აიძულებდა დამწყებ მწერალს მიეძღვნა მთელი თავისი არსება ლიტერატურისთვის, ევარჯიშა, რათა დაეხვეწა თავისი სტილი, განევითარებინა ინდივიდუალური მიდგომა. შედეგმაც არ დააყოვნა: უკვე პირველი პუბლიკაციები მკითხველებმა ენთუზიაზმით მიიღეს. სწორედ ფლობერმა შეიყვანა მოპასანი მწერალთა წრეში, გააცნო ის ემილ ზოლას, ივან ტურგენევს და სხვა მწერლებს.image

ახალგაზრდობაში მოპასანი ომში წავიდა, ამიტომ თავის ნამუშევრებში ხშირად უბრუნდება ფრანკო-პრუსიის ომის აღწერას. მწერალს წარმატება მოუტანა სადებიუტო მოთხრობამ "ფუნთუშა", რომელიც მოგვითხრობს მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალზე, რომლის მორალური პრინციპები და პატრიოტიზმი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბურჟუაზიული. ლიტერატურულმა საქმიანობამ კარგი შემოსავალი მოუტანა მოპასანს, მას შეეძლო ფულის დახარჯვა დაუფიქრებლად, ეხმარებოდა დედას და ძმას, ჰყავდა შეყვარებულები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ მისი ლიტერატურული გმირების პროტოტიპები.image


1889 წელს მწერლის უდარდელი ცხოვრება საშინელმა ამბებმა შეწყვიტა - უმცროსი ძმა ფსიქიკური აშლილობის გამო გარდაიცვალა. მალე დაავადებამ შეარყია მისი ჯანმრთელობაც. მოპასანმა სიცოცხლის ბოლო წლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. გონება დაკარგა, თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ გადაარჩინეს. საბოლოოდ სიკვდილმა მას 1893 წელს სძლია.

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0