ბიოგრაფია მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანის ისტორია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო 2020, 31 ივლისი, 11:52 მართალია ალბერტ აინშტაინს და ისააკ ნიუტონს IQ-ს ტესტი არ გაუვლიათ, მაგრამ ითვლება, რომ ინტელექტის ტესტის მაჩვენებელი 160 და 190 ექნებოდათ. ეს ადამიანები დღეს მსოფლიოში აღიარებული გენიოსები არიან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არსებობდა კიდევ ერთი გენიოსი, რომლის ინტელექტუალური კოეფიციენტი 250-300 იყო. ყველაზე ჭკვიანი ადამიანს, რომელსაც დედამიწაზე უცხოვრია ერქვა უილიამ ჯეიმს საიდისი. ის ვუნდერკინდი, გენიალური მათემატიკოსი, ავტორი და პოლიგლოტი იყო.
უილიამი 1898 წელს დაიბადა ნიუ იორკში, მამა განთქმული ფსიქოლოგი იყო ჰარვარდის 4 ხარისხით, ხოლო დედა კი სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი ჰყავდა. 1.5 წლის ასაკში ბიჭი უკვე გაზეთებს კითხულობდა ხოლო 8 წლისა 8 ენაზე საუბრობდა და გამოიგონა საკუთარი ენაც, რომელსაც Vendergood დაარქვა. უილიამის მამამ იცოდა რომ ვუნდერკინდი შვილი ჰყავდა, ამიტომაც მისი ჰარვარდში გაგზავნა მოინდომაა, მაგრამ უნივერსიტეტმა უარი ითხრა, იმ დროს ხომ ბიჭი მხოლოდ 9 წლის იყო. ამისდა მიუხედავად 2 წლის შემდეგ 1909 წელს უილიამი ჰარვარდის უნივერსიტეტში მაინც მიიღეს და ის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა, ვინც ჰყოლიათ. 1910 წელს მათემატიკის ისეთი გენიალური ცოდნა ჰქონდა, რომ თავის პროფესორებს აქეთ უტარებდა ლექციებს. 16 წლის ასაკში ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ცნობადობა შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადრეულ ასაკში ხვდები მას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა რომ განმარტოებით ცხოვრება სურდა, დაამატა ისიც, რომ ცოლს არასოდეს მოიყვანდა, რადგან ქალები არ იზიდავდნენ. მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ზეწოლამაც, რომელსაც მისი მამა ახორციელებდა, ბორისს ძალიან სურდა შვილი ვარსკვლავად ექცია, აშშ-ში კი იმ დროს სწამდათ, რომ ნებისმიერი ბავშვის ბუნდერკინდად ქცევა შეეძლოთ სწორი სწავლების შემთხვევაში. უილიამს მოსწონდა სწავლა ბავშვობაში, მაგრამ როდესაც გაეზარდა ინტერესი დაკარგა და ამაში მამა დაადანაშაულა. როდესაც უილიამის მამა, ბორისი 1923 წელს გარდაიცვალა, უილიამი მის გასვენებაზეც არ მისულა. როგორც გენიოსებს სჩვევიათ, უილიამსაც წყნარად ცხოვრება უნდოდა, მუშაობდა დაბალანაზღაურებად პოზიციაზე, კერძოდ კი უბრალო კლერკი იყო, მაგრამ ხალხი მას სახეზე მაინც სცნობდა, ამიტომაც სამსახურებს ხშირად იცვლიდა. 1924 წელს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ უილიამს შემოსავალი კვირაში მხოლოდ 23 დოლარი ჰქონდა, გაზეთებმა ამ ამბის ბეჭდვა დაიწყეს, თუმცა ამჯერად უილიამის გონებრივ შესაძლებლობებს დასცინოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მას აღარ შეუძლია ისეთი რამეების შესრულება, რაც ბავშვობაში შეეძლო. მაგრამ ეს სიცრუე იყო. უილიამმა სხვადასხვა ფსევდონიმებით ბევრი დასაფასებელი წიგნი დაწერა. უილიამი სოციალისტური ხედვების მხარდამჭერი იყო და პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ აქციებზე გამოდიოდა, 1919 წელს ის დააკავეს კიდეც აქციაზე და 18 თვე მიუსაჯეს. უილიამის მშობლებმა მისი ციხიდან გამოყვანა შეძლეს და სამკურნალო სანატორიუმში 2 წლით გამოკეტეს. უილიამმა თავისი ცხოვრება მარტოსულობაში გაატარა და 1944 წელს 46 წლის ასაკში სიღარიბეში და მარტოსულობაში გარდაიცვალა ტვინში სისხლჩაქცევით. ასე დასრულდა ადამიანის ისტორია, რომელსაც თავისი გონებით მსოფლიოს შეცვლა შეეძლო. 399 შეფასება არ არის
|