x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები კლეოპატრას შესახებ

image


1. 18 წლის ასაკში კლეოპატრა თავის 9 წლის ძმაზე პტოლემე XII ზე დაქორწინდა, რადგანაც იმ დროს დაუშვებელი იყო ქალს სახელმწიფო თვითონ ემართა.

2. უმცროს ძმასთან ერთად კლეოპატრა ქვეყანას 4 წლის განმავლობაში მართავდა, შემდეგ კი პტოლემე აჯანყდა კლეოპატრასა და მისი მოკავშირის იულიუს ცეზარის წინააღმდეგ, თუმცა დამარცხდა და გაქცევა არჩია, შემდეგ კი ნილოსში დაიხრჩო.

3. თავისი მომხიბვლელობის და გამჭრიახობის წყალობით კლეოპატრამ რომის იმპერიის მმართველების, იულიუს ცეზარის და მარკუს ანტონიუსის გულები დაიპყრო, რამაც ეგვიპტეს 20 წლიანი დამოუკიდებლობა მოუტანა რომაელებისგან.

image

4. კლეოპატრას ცეზარისგან და მარკუს ანტონიუსისგან 4 შვილი ჰყავდა.

5. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმისათვის რომ კლეოპატრას ცეზარის გული დაეპყრო, მსახურებს უბრძანა საკუთარი თავის გადასაფარებელში შეხვევაა, თოკებით შებოჭვა და ასეთი სახით ცეზართან “მირთმევა". ამგვარად ანიშნა კლეოპატრამ პოლიტიკოსს რომ ნებდებოდა.

6. როდესაც მარკუს ანტონიუსმა კლეოპატრა პირველად მიიწვია თავისთან, დედოფალმა რამდენჯერმე უარი უთხრა მას, ამ დროს კი სპეციალურად რომაელისთვის ხომალდი ააგებინა წითელი იალქნებით, რომლებსაც ვარდის ფურცლები ამშვენებდა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის, რომ ანტონიუსი გაეოცებინა.

7. კლეოპატრა კოსმეტოლოგიით იყო გატაცებული. ის ეხმარებოდა ცეზარს გამელოტებასთან ბრძოლაში სხვადასხვა მცენარეული ნაზავის გამოყენებით.

8. ისტორიული ფაქტების მიხედვით კლეოპატრა შხამიან ნივთიერებებს აგროვებდა და ექსპერიმენტებს შეპყრობილ დამნაშავეებზრ ატარებდა.

9. კლეოპატრამ და ანტონიუსმა ფიცი დადეს, რომ ერთად დაიხოცებიდნენ. ამიტომ, როდესაც ანტონიუსმა კლეოპატრას მცდარი სიკვდილის ამბავი გაიგო, თვითონაც ხმლით თავი მოიკლა.

10. კლეოპატრას სიკვდილის ერთ-ერთი ვერსია ირწმუნება, რომ დედოფალი გველის შხამს თმის სამაგრში ინახავდა და სწორედ მისი საშუალებით მოიკლა თავი თავის 2 მსახურთან ერთად.

image

11. ბევრი თვლის, რომ კლეოპატრა ულამაზესი იყო, თუმცა ისტორიკოსები საპირისპიროს ამბობენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დედოფლის სახის მოდელი აღადგინეს, რითაც დაადასტურეს, რომ გამორჩეული სახის ნაკვთები არ ჰქონია.

0
554
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0