x
image
ნინო ხიმშიაშვილი
თორნიკე რიჟვაძის საყვარელი სიმღერები



თორნიკე რიჟვაძის საყვარელი სიმღერები




თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რიგით მეხუთე თავმჯდომარეა.


ის 2018 წელს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მას შემდეგ აირჩია, რაც მისმა წინამორბედმა ზურაბ პატარიძემ თანამდებობა დატოვა.




თორნიკე რიჟვაძე აჭარის თავმჯდომარეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 29 წლის ასაკში გახდა რეგიონის მმართველი. ყველაზე უფროსი კი- ასლან აბაშიძე იყო, რომელიც 53 წლის ასაკში მაშინდელი წოდებით აჭარის მმართველი გახდა და 13 წლის განმავლობაში ავტონომიას განკარგავდა.



ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიცვალა ტიტული და 32 წლის ლევან ვარშალომიძე პირველი იყო ვისაც ეწოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ის 8 წელი მართავდა აჭარას.



2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისას 31 წლის არჩილ ხაბაძემ დაიკავა ეს თანამდებობა 4 წლის ვადით.



ყველაზე ცოტა ხანს - ორი წელი, აჭარის თავმჯდომარეობა ზურაბ პატარიძეს მოუწია, 43 წლის დიპლომატმა 2016 წელს არჩილ ხაბაძე შეცვალა.



დანარჩენი მმართველების მსგავსად არც თორნიკე რიჟვაძე აღმოჩნდა გამონაკლისი და განსაკუთრებულად არც მას მოუნდომებია აჭარაში ერთ-ერთ მთავარი პრობლებლემის ხულო-ახალციხის გზის გაკეთება. არადა ყველა მმართველის დროს ეს საკითხი პრიორიტეტული იყო.



32 წლის განმავლობაში არცერთ მათგანს არ უზრუნია იმაზე, რომ ისედაც მოწყვლადი თემისთვის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის გზა მაინც გაეკეთებინათ. მითუმეტეს, როცა ეს გზა ამავდროულად შიდასახელმწიფო მნიშნველობის და ტურისტული მნიშვნელობის მქონე გზაა.



აჭარის თავმჯდომარეები



თორნიკე რიჟვაძე მეხუთე წელია რაც მართავს აჭარას. ამ დროის განმავლობაში ის ოპოზიციიასთან და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით არაერთ სკანდალში გაეხვა.





ნუგზარ ფუტკარაძის საქმე


გავრცელებული ინფორმაციით, მის ოჯახს უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის, ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის სიკვდილი, კონკრეტულად კი მამამისს - დავით რიჟვაძეს, რომლის დავალებით 100 000 დოლარის სანაცვლოდ დეპუტატის მოსყიდვას და ოცნებაში გადასვლას სთავაზობდნენ.



2021 წლის 2 ოქტომრის თვითმმართველობის არჩევნებით ბათუმის ახლად დაკომპლექტებულ საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა, ფუტკარაძის მოსყიდვით კი ოცნება საკრებულოს მართვის ბერკეტებს მოიპოვებდა.


2021 წლის 18 ნოემბერს ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაასაჯაროვეს აუდიო-ჩანაწერი თუ როგორ ცდილობენ ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული პირები ფუტკარაძის მოსყიდვას.


ყველა ამ ამბის შემდეგ ნუგზარ ფუტკარაძე ქართული ოცნების წევრით რამაზ ჯინჭარაძით ჩანაცვლდა. რითაც ახდა მართველი პარტიის თავდაპირველი სურვილი - ბათუმის საკრებულოს სრული მართვა.





"ვერავის ვერ გადაუღუნო, დავაი დაახვიე"...



მიუხედავად ნუგზარ ფუტკარაძის საქმისა, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია. პირიქით უფრო გათამამდა კიდეც და 2022 წლის 8 ივნისს წლიური ანგარიშის წარდგენისას ტრიბუნიდან ქუჩური ლექსიკით ეკამათებოდა ოპოზიციას და ასე მიმართავდა: "თქვე ხართ ჭორიკნები, ჭორიკნები ხართ თქვენ, ჭორიკნები, ვერავის ვერ გადაუღუნო, დავაი დაახვიე".







"დარგის ექსპერტები"



ის ჩვეულებრივ იმ რიტორიკის გამტარებელია, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები აჟღერებენ ხოლმე.

2022 წელს ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა, მან უპასუხა: "ეს უნდა კითხოთ ამ დარგის ექსპერტებს".









"ლაჩრულად წაგებული ომი"


2023 წლის 15 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას რუსების შემოდინებით გამოწვეული ეკონომიკის ზრდაზე საუბრის დროს რიჟვაძე 2008 წლის ომს გადასწვდა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა".








"სამი სიმღერა მიყვარს"...


იმავე დღეს, იმავე ანგარიშის წარდგენისას, როცა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმას თორნიკე რიჟვაძემ "ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა" თავის საყვარელ სიმღერებზეც ისაუბრა.


"ვისაც ჩემი ფლეილისთი გაინტერესებთ რა სიმღერბს ვუსმენ ხო, სამი სიმღერა მიყვარს ყველაზე მეტად რა: ერთი მიყვარს "საქართველოო ლამაზო", ერთი მიყვარს "წვიმა მოგონებებს ასველებს" და მესამე მიყვარს "ერთხელ გაკოცებ და წავალ".




1. საქარათველოო ლამაზო






2. წვიმა მოგონებებს ასველებს






3. ერთხელ გაკოცებ და წავალ









მის დეკლარაციაში ისევე, როგორც გვახსოვს - მიხეილ ყაველაშვილის დეკლარაციაში, განსაკუთრებული ქონება არ ფიქსირდება, როგორ ახერხებენ ქონების დამალვას სახელწიფო ჩინოსნები ეს სხვა თემაა.

2022 წელს თორნიკე რიჟვაძის შევსებული დეკლარაცია კი ასე გამოიყურება:


აქვს კომერციული ფართი (50 კვ.მ) და ბინა (9, 71, 3 კვ.მ, ცოლის სახელზე გაფორმებული) ბათუმში, ასევე ბინა თბილისში (17, 68, 76 კვ.მ) და მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი (400 კვ.მ) ხულოში (33.3% მეუღლის წილი).


მისი მეუღლის სახელზეა 2008 წლის ავტომობილი Toyota camry სახელმწიფო ნომრით ND101ND.


რიჟვაძე 25%-იანი მეწილეა უმექმედო კომპანიის შპს "აჭარა ბერრის ლიმითედ"-ის, პარტნიორები არიან მამუკა ლობჟანიძე, შპს ჯიჯი ნორდიკი.



აქვს 2018 წელს აღებული 105 000 დოლარის იპოთეკური სესხი, რომელიც უნდა დაფაროს 2033 წლამდე.


თორნიკე რიჟვაძე განათლებით სამართალმცოდნეა. დაიბადა 1989 წლის 21 მარტს, დაბა ხულოში. ჰყავს მეუღლე (მაგდა მამულაძე) და ორი შვილი.






0
158
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0