კონფლიქტები კახოვკას წყალსაცავის ფსკერზე სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტებს პოულობენ 2023, 26 ივნისი, 14:14 კახოვკას წყალსაცავის ფსკერზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენა გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით აღმოჩენები დაკავშირებულია სხვადასხვა პერიოდთან, მათ შორის მეორე მსოფლიო ომთან, კაზაკებთან, ბიზანტიასთან. 12 ივნისს გავცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანის ჩონჩხი და ნათვამია, რომ ისინი კახოვკას წყალსაცავის დამშრალ ფსკერზე აღმოაჩინეს: რუსეთმა კახოვკას ჰესის 6 ივნის ააფეთქეს, შედეგად დაიტბორა დასახლებული ტერიტორიები. დაიღუპა 16 ადამიანი, დაიკარგა 31. წყალსაცავის აფეთქებამ დიდი ზარალი მიაყენა ცხოველებს. დაიტბორა ზოოპარკი, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 20 000-მდე ცხოველი. სპეციალისტებმა ეს მოვლენა ეკოციდად შეაფასეს. შავი ზღვის დაბინძურების გამო კი ოდესის პლაჟებზე ცურვა აიკრძალა. 325 1-ს არ მოსწონს
|