კონფლიქტები რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 274 კულტურული ფასეულობის ობიექტი დაანგრია 2023, 3 აგვისტო, 5:12 ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 14 რეგიონში 274 კულტურული ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ იუწყება იუნესკო თავის რეპორტში, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს გამოაქვეყნა. ივლისის ბოლოსთვის ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დაზიანებულია 117 რელიგიური ობიექტი, 27 მუზეუმი, 98 ისტორიული შენობა, 19 ძეგლი, 12 ბიბლიოთეკა და 1 არქივი. იუნესკოს რეპორტში წერია, რომ ორგანიზაცია კულტურული ფასეულობების ზარალის შეფასებას შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს. "ყოველი ერის კულტურული ფასეულობებისთვის მიყენებული ზარალი არის ზარალი მთელი კაცობრიობის კულტურული ფასეულობებისთვის, რადგან ყოველ ერს თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო კულტურაში" - წერია 1954 წლის კონვენციის შესავალში. ფოტოზე: უკრაინის ოვრუჩის ეპარქიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია. აგებულია 1862 წელს. მდებარებს ჟიტომირის რაიონში, სოფელ ვიაზივკაში. რუსეთმა დაბომბა 2022 წლის მარტში. 27 შეფასება არ არის
|