x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 ყველაზე შოკისმომგვრელი კერძი, რომლის ჭამა კი არა, წარმოდგენა გაგიჭირდებათ
კერძი


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისეთი კერძები არსებობს, რომელთა ხსენებაზე შეიძლება თავბრუ დაგესხათ. თუმცა ამ კერძებს სიამოვნებით მიირთმევენ და მათით ხშირად ამაყობენ კიდეც:


10. ლოსის ჟელირებული ცხვირი


მისი მომზადების წესი შედარებით მარტივია: ლოსს ცხვირს აჭრიან და მანამდე ხარშავენ, სანამ ბეწვები იოლად მოსცილდებოდეს. შემდეგ ზოგიერთ სანელებელს ამატებენ და იქამდე განაგრძობენ მის ხარშვას, სანამ ჟელედ გადაიქცეოდეს. მოგვიანებით კი თხელ ნაჭრებად ჭრიან, აციებენ და ასე მიირთმევენ.



9. კოპი ლუვაკი


ამ ყავის მარცვლებს კატებს აჭმევენ. ცხოველები ჭამენ მათ და საკუთარი კუჭის მჟავის მეშვეობით მწკლარტე გემოს უკარგავენ. ამის შემდეგ ყავის მარცვლების შეგროვება ხდება ცხოველთა ექსკრემენტებში.


8. ჰუიტლაკოჩე — სიმინდის დაობებული ტარო


საუკუნეებია, რაც მექსიკაში სიმინდის დაობებული ტარო დელიკატესად არის მიჩნეული. მას “ღმერთების განავალს” უწოდებენ.


7. ნგირი აარსი


ეს არის აფრიკული მეჭეჭიანი ღორის ანუსი 1 მეტრის სიგრძის სწორ ნაწლავთან ერთად. ანუსს და სწორ ნაწლავს ნელ ცეცხლზე ამზადებენ. ის ნამიბიის ეროვნულ კერძად არის მიჩნეული.


ვირთხები


6. წრუწუნების ღვინო


3 დღემდე ასაკის წრუწუნებს ყრიან ბრინჯის ღვინით სავსე ჭურჭელში. აქ წრუწუნების ფერმენტირება ხდება, რის შემდეგაც მათ ღვინოსთან სნექად მიირთმევენ.


5. დამხრჩვალი მზეწვია


საფრანგეთში მზეწვიას იჭერენ, შემდეგ კი ამ ჩიტს კონიაკში ახრჩობენ და ღუმელში ბრაწავენ.


კერძი


4. გიგანტური შემწვარი ვირთხები


გიგანტური შემწვარი ვირთხა დასავლეთ აფრიკაში დელიკატესად არის მიჩნეული. მას ნაკვერჩხალზე ან შამფურზე წვავენ და ამგვარად მიირთმევენ.


კერძი


3. შირაკო — თევზის სპერმა


იაპონიაში თევზის სპერმას ან უმად ჭამენ ან კიდევ ხარშავენ და პუდინგის მსგავსი მასის სახით შეექცევიან.


2. ხარის პენისი (ჩინეთი, ვიეტნამი)


ხარის პენისს ჩინელები და ვიეტნამელები უმად მიირთმევენ. მიაჩნიათ, რომ ამით კანის დაბერების პროცესის შეჩერებას უწყობენ ხელს.


1. დოჯო ტოფუ — ტოფუ ცოცხალ თევზებთან ერთად


თავდაპირველად იჭერენ რამდენიმე გველთევაზას. შემდეგ აგდებენ ტოფუს კუბს ქოთანში, სადაც წყალი ასხია. როცა წყალი დუღილს იწყებს, გველთევზები ტოფუს ბურღავენ და შიგნით იბუდებენ. ამის შემდეგ ტოფუს იღებენ და თევზებთან ერთად მიირთმევენ.


3
438
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
438
  
2023, 7 ივლისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 ივნისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3