სხვა აღმოჩნდა, რომ გლადიატორები არენაზე გასვლის წინ, სხეულზე არასასურველ თმას იშორებდნენ 2023, 26 ივნისი, 9:16 ბრიტანეთში არსებული ძველი რომაული ქალაქი, როქსეტერი, სხვებზე უკეთ შემოინახა დრომ. იგი ისეთივე დიდი იყო, როგორც პომპეი. ცოტა ხნის წინ, გათხრების დროს აქ რამდენიმე მონუმენტური შენობა აღმოაჩინეს: ფორუმი, ბაზარი და "აბანოს ბაზილიკის" ნანგრევები, რომელიც ერთდროულად საზოგადოებრივ ცენტრად, სასწავლო დაწესებულებად და სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა. ამაზე გათხრები არ შეჩერებულა. დეტალები, რომელსაც ახლა ნახულობენ, არსებითად ნაკლებია, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი. ალბიონის ანტიკური ცხოვრების ერთ-ერთი დეტალი ნათელს ჰფენს გლადიატორების მომზადების მტკივნეულ პროცედურას. ორიათასწლოვანი დასახლების შესწავლის დროს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ის, რომ ძველი რომაელები არანაკლებ თანამედროვე ქალბატონებისა და მამაკაცებისა უვლიდნენ თავს. მაგრამ მათ არ გააჩნდათ ის საშუალებები, რომელსაც დღეს ჩვენ ვფლობთ, ამიტომ კოსმეტიკური პროცედურები ძალიან მტკივნეული იყო. ამის მტკიცებულებად მეცნიერებმა წარმოადგინეს 50 ცალი პინცეტი, რომელიც ქ. როქსეტერის გათხრების დროს ნახეს. როგორც ბრიტანეთის ისტორიული შენობების და ძეგლების სახელმწიფო კომისიის საიტი იტყობინება, ეს ადასტურებს იმას, რომ ძველი რომაელები იღლიის ზონის ეპილაციით იყვნენ გატაცებული. რატომ კონკრეტულად ეს ზონა? მეცნიერებს უბრალო ახსნა აქვთ. ჯერ ერთი, რომის ბრიტანეთში სხეულზე არასასურველი თმის ეპილაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. მეორე, ძველი რომი განთქმული იყო გლადიატორებით. და ისინი არენაზე გასვლის წინ სრულიად მოწესრიგებული უნდა ყოფილიყვნენ. როცა მაყურებლის წინაშე ტანსაცმლის მინიმუმით ჩნდები, არც ერთი თმის ბეწვი არ უნდა ფარავდეს სხეულს. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც არქეოლოგებმა მოიყვანეს თავისი თეორიის სასარგებლოდ, სენეკას წერილია მიწერილი მეგობრისადმი. წერილში იგი გამოთქვამდა წუხილს იმ ხმაურზე, რომელიც საზოგადოებრივ აბანოებში იყო თმის პინცეტით მოცილების პროცედურების გამო. ფილოსოფოსი აღნიშნავს, რომ გლადიატორები ხმამაღლა ყვიროდნენ, როდესაც თმას აშორებდნენ იღლიაში "წვრილი პინცეტებით", და ეს ყვირილი არასდროს წყდებოდა, "გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გლადიატორები თავის საქმეს ასრულებდნენ და რომელიმე სხვას აიძულებდნენ ეყვირა". მეცნიერებმა თავის მოვლის სხვა არტეფაქტებიც აღმოაჩინეს: ფრჩხილების საწმენდი საშუალებები, სუნამოს მინის ფლაკონები, სურნელოვანი ზეთები აბაზანისთვის, მაკიაჟის აპლიკატორები. იხილეთ სხვა სტატიები:გულს ვერ უბრძანებ - უჩვეულო წყვილები ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება როგორი წარბები იყო მოდაში ძველ საბერძნეთში, ევროპაში, ჩინეთში და სხვა 10 ფაქტი ასურეთის ძლევამოსილ, მაგრამ სასტიკ არმიაზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა პორტსიგარი ნუდისტებისთვის, მოსაწევი ქილა და სხვა უცნაური მოწყობილობები მწეველებისთვის (18+) სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი 283 4-ს მოსწონს |