x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135440
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509717
იცით თუ არა, რომ....

image

1. 1972 წელს, იორკში, ინგლისელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მე-9 საუკუნის ადამიანის გაქვავებული ფეკალია, ზომით 18x5 სმ., რომელიც ვიკინგს ეკუთვნოდა. დადგინდა, რომ ვიკინგი, რომელმაც ასეთი უზარმაზარი კვალი დატოვა ისტორიაში, იკვებებოდა უპირატესად პურით და ხორცით, აგრეთვე იტანჯებოდა პარაზიტებისგან (გლისტებისგან).

image

2. 44 წლის შვედმა, პიტერ სკაილბერგმა, თითქმის ორი თვე გაატარა ქარიშხლისგან თოვლით დაფარულ მანქანაში და მთელი ამ ხნის მანძილზე თოვლით იკვებებოდა. თოვლის საფარმა, მანქანა ესკიმოსების საცხოვრებელ-იგლუსმაგვარ თავშესაფრად გადააქცია, რომელმაც არ დაუშვა, რომ თავისი "ტუსაღი" გაყინულიყო.

image

3. აშშ-ში, ფილმების გადაღებისთვის საჭირო ყალბი ფული (უმკაცრესი კანონის შესაბამისად) უნდა იყოს: ჯერ ერთი, რეალურ ლეგალურ კუპიურაზე მცირე ზომის ან 150%-ით დიდი, მეორე, დაბეჭდილი უნდა იყოს ვალუტის კუპიურის მხოლოდ ერთი მხარე.

image

4. ქალაქის სისუფთავის დაცვის მიზნით, გერმანელებმა გამოიგონეს სპეციალური ჰოდროფობიური საღებავი, რომელიც ადამიანის ცხოველმოქმედების პროდუქტებს "აბრუნებს" იმ ადამიანის შარვალზე და ფეხსაცმელზე, რომელთაც ძალიან უყვართ ქუჩაში, კედლებზე მოსაქმება. ასეთი საღებავი უკვე წარმატებით გამოიყენება ჰამბურგის ერთ-ერთ რაიონში.

image

5. 1777 წელს, ჯერმანთაუნთან ბრძოლის დროს, ბრძოლის ველზე ტერიერმა გაირბინა - მოწინააღმდეგეებმა დროებით შეწყვიტეს ცეცხლი.


image

6. კომპანია Nvidia-ს (გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი) სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან "invidia", რაც შურს ნიშნავს. ლოგოტიპის მწვანე ფერთან შეხამება კი შეიძლება გაიშიფროს, როგორც "შურისგან გამწვანებულები".

image

7. მიუხედავად დელფინების და ვეშაპების უნარისა, ისუნთქონ ატმოსფერული ჰაერით, ხმელეთზე ცხოვრება არ შეუძლიათ წონის გამო, რამდენადაც მათი წონა დააზიანებს შინაგან ორგანოებს.

image






image


გადახედეთ:


საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image


საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image









0
270
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
270