შოუბიზნესი "რადიო თბილისი" ნუცა ბუზალაძის სიმღერებს აღარ გაუშვებს 2023, 25 ივნისი, 17:51 მოსკოვში რესტორანში, კორპორაციულ საღამოზე სიმღერის გამო, „რადიო თბილისმა“ ნუცა ბუზალაძის ყველა სიმღერა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა.
"ყურადღების ცენტრში! ნუცა ბუზალაძის სიმღერები ჩვენი რადიოსადგურების ეთერში (რადიო "თბილისი", რადიო "ციტრუსი", რადიო "ჰერეთი") აღარ გავა.
ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია რუსეთთან, რუსულ სიმღერებთან და ამ ქვეყანასთან აფილირებული მომღერლების შესახებ. რადიო "თბილისი" იყო პირველი რადიოსადგური, რომელიც American Idol-ის შოუს აქტიურად აშუქებდა. სწორედ, რადიო "თბილისის" ფეისბუქ გვერდზე ნახა ასიათასობით ადამიანმა ნუცას წარმატებების შესახებ. რადიოსადგურის დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში გუშინვე გამოეხმაურა თემას: "ნუცა, როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რა ზიანი შეიძლება მიაყენო პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ქვეყანას? არ ვიცი რა ვთქვა, გაოგნებული ვარ. ან, თუ დაბადების დღეზე მიდიხარ, იქ მაინც გააფრთხლე მეგობრები რომ არ გადაიღონ, უხერხულია და ყველა ვერ გაიგებს. რატომ ხდება ისე რომ თქვენ ყველას: მომღერლებს, სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს ყველა ხელისუფლება გიყენებთ? მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ფოტოს დანახვაზე ვფიქრობ, რომ მაგ ბიჭსაც თავ-გზას აურევენ. ნუცა, რატომ ანგრევ იმას რასაც წლებია აშენებ? ტეხავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადიო თბილისმა მომღერალი ეთერიდან ჩახსნა. 6 მაისს, ეთერიდან რეპერ "მასტერის" სიმღერები მას შემდეგ ჩაიხსნა, რაც მან ანტიევროპული გზავნილები გააჟღერა. "მასტერის" კლიპში "ბატონო ლევან", სადაც ლევან ბერძენიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, ფრაზა " ომი მე არ დამიწყია, მე არ გავრბოდი წითელი ხიდიდან" რადიოს მენეჯმენტისთვის საკმარისი აღმოჩნდა ეთერიდან მისი სიმღერები ამოეღო. "მასტერმა" აღნიშნული დისკრიმინაციად და ცენზურად შეაფასა."-ნათქვამია განცხადებაში. 256 2-ს მოსწონს
|