x
image
თამილა გურაშვილი
ნასა მზეზე ხშირი ამოფრქვევების რისკებზე გვაფრთხილებს
image
ამინდის კარდინალური ცვლილებებიდან მიწისძვრებამდე და ვულკანის ამოფრქვევამდე: ნასა საშიში ანომალიის შესახებ გვაფრთხილებს.



თერმოსფერო არის ატმოსფეროს ფენა, რომელიც იწყება დედამიწიდან 80 კილომეტრზე და ვრცელდება 600 კილომეტრის სიმაღლეზე. ზემოთ არის ეგზოსფერო და გარე სივრცე. თერმოსფერო მოიცავს დამუხტულ, იონიზებული ნაწილაკებით სავსე იონოსფეროს.




21 წლის განმავლობაში ნასა აკვირდება რა ხდება დედამიწის ზემოთ იონოსფეროში, რომელიც მკვეთრად რეაგირებს მზის და კოსმოსურ გამოსხივებაზე თანამგზავრ TIMED-ის გამოყენებით. ასევე, აფასებს თერმოსფეროს ტემპერატურას. გამოიანგარიშებს"თერმოსფერული კლიმატის ინდექსს ვატებში.



რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო "ცხელია" ზევით.



TIME მისიის წამყვანი მკვლევარის მარტინ მლინჩაკ მარტინის თქმით, მეცნიერი, რომელმაც შემოიტანა TCI, თერმოსფეროს დათბობამ 20 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია - 0, 24 ტერავატი (TW) 1 ტვ უდრის 1 ტრილიონ ვატს.


image

ტემპერატურის მატება არის მზარდი გეომაგნიტური ქარიშხლების ბრალი, რომლებიც გამოწვეულია მზეზე კორონალური ამოფრქვევებით. და მზის ქარიშხლებით.


ჩვეულებრივ, ჭარბი სითბო კოსმოსში გადადის - ატმოსფეროს ზედა ფენებში ტემპერატურა თანდათან კლებულობს, მაგრამ ახლა არა- მზის პლაზმის ნაკადები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით შემოდის, არ აძლევენ საშუალებას ტემპერატურის დაცემას.



ყველაზე დიდი ზიანი, მარტინის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში უძლიერესმა შტორმებმა გამოიწვია - 2023 წლის 24 მარტს და 24 აპრილს. თერმოსფერო აგრძელებს გათბობას.


image

ფენომენის პირდაპირი შედეგი: ატმოსფეროს გაფართოება, რომელიც შეანელებს თანამგზავრებს, რომლებიც შედარებით დაბლა ფრენენ. ისინი დაიწყებენ ჩამოვარდნას. ილონ მასკის რამდენიმე თანამგზავრი - SpaceX Starlink უკვე ჩამოვარდა.



არაპირდაპირი შედეგი: არეულობა იონოსფეროში, რომელიც მდებარეობს თერმოსფეროს შიგნით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყველა სახის კატაკლიზმები - ამინდის ანომალიებიდან დაწყებული, მიწისძვრებითა და ვულკანური ამოფრქვევებით დამთავრებული.




კილაუეა ჰავაიზე (მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში) კლიუჩევსკაია სოპკას ვულკანი კამჩატკაზე უკვე გააქტიურდნენ და ამოფრქვევა დაიწყეს.



0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0