მსოფლიო იარაღი, ოქრო, ნარკოტიკი, ყალბი დოკუმენტები და მილიარდობით რუბლი - ის, რაც პრიგოჟინის ოფისში აღმოაჩინეს 2023, 25 ივნისი, 20:18 ![]() გუშინ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ტრეზინთან", რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, და სადაც განთავსებულია პრიგოჟინის ერთ-ერთი ოფისი, აღმოაჩინეს გაზელის ტიპის მანქანა, დატვირთული ფულით სავსე ყუთებით. ყუთები სავსე იყო ხუთიათასიანი კუპიურებით, ზოგი მათგანი გახსნილი იყო, ზოგიც კი დალუქული. მთლიან ჯამში თანხის რაოდენობა 4 მილიარდ რუბლს შეადგენდა, რაც დაახლოებით 47 მილიონი დოლარია დღევანდელი კურსით. პრიგოჟინმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ სანქტ-პეტერბურგში აღმოჩენილი ფული ვაგნერელების ხელფასების და "სხვა საკითხების" ფულია. მისივე თქმით „ვაგნერი“ 10 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ნაღდ ფულს იყენებს. მოგვიანებით პეტერბურგის ინტერნეტ გაზეთზე "ფონტანკაზე" დაყრდნობით გავრცელდა ფოტო-ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის ოფისში ჩხრეკისას ასევე აღმოაჩინეს 6 პისტოლეტი, ხუთი კილოგრამი ნარკოტიკი, ოქროს ზოდები, ფული და ყალბი დოკუმენტები. ეს ინფორმაცია გამოცემამ მოგვიანებით წაშალა, როცა პრიგოჟინმა აჯანყების შეჩერების შესახებ განაცხადა. რუსეთის უშიშროების ძალებმა პრიგოჟინის პეტერბურგის ოფისი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა სამხედრო აჯანყება გამოუცხადა პუტინს "ვაგნერის" დანაყოფის დაბომბვის გამო. ამ თავდასხმის შესახებ ვაგნერელებმა თავიანთ ტელეგრამ არხზე ვიდეო გამოაქვეყნეს: პრიგოჟინის ოფისში აღმოჩენილი4 მილიარდი რუბლი6 პისტოლეტი![]() ოქროს ზოდები![]() ნარკოტიკები![]() ფული![]() ![]() ყალბი დოკუმენტებიოლეგ სმირნოვის სახელით![]() ევგენი პრიგოჟინის სახელითთავისი სახელითა და გვარით სხვა ადამიანი ![]() ![]() სერგეი ივანოვის სახელით![]() დმიტრი გეილერის სახელით![]() ვლადიმირ ბობროვის სახელით![]() 179 შეფასება არ არის |
პრიგოჟინის ბუნტი აფიორაა, პრიგოჟინი ბახმუტშიც ყვიროდა არიქა მიშველეთ სნარიადები არ მაქვს, სულელ უკრაინელებსაც მართლა ეგონათ მიუშვეს და მიუშვეს ხალხი ვაგნერს სნარიადები არ აქვს და გავსრისავთო. გაისრისნენ 75 000 უკრაინელები. შეუმჩნევლად ბელორუსსი ვაგნერს ვერ გადაიყვანდნენ ამიტომ გაითამაშეს ეს ბუნტი. დასავლელ ქათამ პოლიტიკოსებს(ბაიდენი რა მაგარ ფორმაშია არაა)ჯერავთ რომ რუსეთი იქცევა და უშვებენ და უშვებენ შეცდომებს. ხიმშიაშვილი პუტინი კგბ-ეს ოფიცერია კგბს ოფიცრებისთვის ოპერატიული თამაშები უცხო არ არის.