x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიზმარში გაკეთებული 10 გენიალური აღმოჩენა

image


ყველასთვის ცნობილი, მენდელეევის გარდა, რომელმაც სიზმარში ქიმიური ელემენტების ცხრილი ნახა, სიზმარში გაკეთებული, არაერთი აღმოჩენა და გამოგონება არსებობს:


* მესროპ მაშტოცმა (361-440 წწ.) სომხური დამწერლობის შემქმნელი, ამტკიცებდა, რომ მას ანბანი ანგელოზებმა სიზმარში აჩვენეს.


* ერთხელ დეკარტს ( 1596-1650 წწ.) ღია წიგნი დაესიზმრა. სიზმარში სულმა ის დაარწმუნა, რომ მისი ცხოვრების მისია, იმის დამტკიცება იყო, რომ მათემატიკური პრინციპების გამოყენებით, ბუნების შეცნობა შეიძლებოდა და რომ მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.


* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულემ (1829-1896 წწ.) სიზმარში გველი ნახა, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა. ამ სიზმრის შემდეგ, მეცნიერმა ბენზოლის მოლეკულის სტრუქტურა შექმნა.


image


* ფრიდრიხ ბურდახს (1776-1847 წწ.) სისხლის მიმოქცევის იდეა დაესიზმრა.


* მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ოტო ლევინმა (1873-1961 წწ.) სიზმარში გულის მუშაობის ნერვული იმპულსის გადაცემა ნახა.


* ცნობილია ნილს ბორის (1885-1962 წწ.) მოგონებები, რომელშიც სიზმარში ატომის სტრუქტურა ნახა — ბირთვი და ელექტრონები, მას მზის სისტემის სახით დაესიზმრა.


* ფრედერიკ ბანტინგმა (1891-1941 წწ.) სიზმარში ექსპერიმენტი ნახა და მის საფუძველზე, ინსულინი აღმოაჩინა.


* დიდი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი (1887-1920 წწ.) ამტკიცებდა, რომ ყველა აღმოჩენა, რომელიც გააკეთა, დაესიზმრა. მისი თქმით, სიზმრებში, მას ქალღმერთი ნამაგირი ეცხადებოდა და ფორმულებს უწერდა.


* საბჭოთა ავიაკონსტრუქტორმა ოლეგ ანტონოვმა (1906—1984 წწ.) თვითმფრინავი–გიგანტის An-22 «Antei» კუდის ფორმა სიზმარში ნახა და გაღვიძებისთანავე ფურცელზე გადაიტანა.


* ელიას ჰოუმ (1819-1867 წწ) საკერავი მანქანა 1845 წ. შექმნა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნემსის საშუალებით, მაქოდან მეორე ძაფის ამოყვანის მექანიზმის შექმნაზე წვალობდა. ერთხელ, მას დაესიზმრა, რომ ველური ადამიანების წრეში იდგა, რომლებიც შუბებს იქნევდნენ და მის ირგვლივ ცეკვავდნენ. მან შეამჩნია, რომ მათ შუბებზე, წვეტიანი თავის ქვემოთ, ნახვრეტები იყო გაკეთებული. გაიღვიძა თუ არა, საკერავი მანქანის ნემსის ნახვრეტი ქვემოთ ჩამოსწია და პრობლემაც მოგვარდა.


P.S. სიზმარი — ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განუყოფელი კი არა, შეუცნობელი ნაწილიც არის და მას არაერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება. მაგ., ამ ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავებული იყო სიტუაცია ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე, ანუ ტელევიზორმა ჩვენი სიზმრები გააფერადა. 1960-1970 წლებამდე, ადამიანების უმრავლესობა, სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "კანონზე მაღლა ვერავინ იქნება" – ბარაკ ობამა

* ჰიტლერის უკანასკნელი დავალება და სამარეში წაღებული საიდუმლო

* კარგი მოსავლის მიღების და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები, ქიმიური საშუალებების გარეშე

* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ



1
389
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
389
  
2023, 26 ივნისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1